22.ოქტომბერი .2019 09:50

დისტრიბუტორთა ასოციაცია: ქვეყანაში მიმზიდველი ბიზნესგარემო არ არის

views 235
უკან

"სამწუხაროდ, ვერ ვიტყოდი, რომ დღეს არის ის გარემო, რომ უცხოელი ინვესტორებისთვის თანხების ჩასადებად მომხიბვლელი იყოს", -  ამის შესახებ საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ განაცხადა.

ჭყონიას განმარტებით, ამას გამოკითხვებიც ადასტურებს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რადიკალურად შეცვლილია.

"უკეთეს მიმზიდველობას ქვეყანას აქტიური მუშაობა შესძენდა და არა – უბრალოდ სიტყვები, რომლითაც ხშირად გამოდიან და მოსახლეობას აიმედებენ. მაგალითად, ბოლო წლების განმავლობაში იგივე პრემიერ–მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი და ფინანსთა მინისტრი საუბრობდნენ იმაზე, რომ ლარი გამყარდება და არანაირი პრობლემა არ აქვს, თუმცა ვხედავთ, რომ ლარი მხოლოდ უფასურდება. ამიტომ მხოლოდ ეს საუბარი არაფერს ცვლის. ლარი მხოლოდ და მხოლოდ მძიმედ აწვება ქვეყნის ეკონომიკას, რაც მოსახლეობაზე ძალიან მძიმედ ისახება და თუ ქვეყნის პრემიერმა ეკონომიკურ გუნდთან, მინისტრებთან და დედაქალაქის მერიასთან ერთად არ იმოქმედა, ეს ძალიან მტკივნეული იქნება", - აღნიშნა ივა ჭყონიამ.

შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში FDI-ს მოცულობამ $187 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 53.7%-ით ნაკლებია. ინვესტიციების შემცირება ქვეყნის ეკონომიკის სექტორების მნიშვნელოვან ნაწილში შეიმჩნევა. მათ შორის, მშენებლობის სექტორში FDI წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 91%-ით შემცირდა და 4,2 მლნ დოლარი შეადგინა. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა