მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დისტრიბუტორთა ასოციაცია საქართველოში მყოფ უკრაინელებს სურსათით ამარაგებს

622764bb076e4
მარიამ იზორია
09.03.22 01:00
760
საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაცია უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ერთიანდება. ასოციაციამ სასტუმრო “იბის თბილისი სტადიუმში” დაბინავებულ უკრაინელ ხალხს ქართული და იმპორტიორი კომპანიების პროდუქტები მიუტანა.

როგორც bm.ge-ს "საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის" ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ განუცხადა, ასოციაცია უკვე ერთი კვირაა, რაც პროდუქტებს აგროვებს და საჭიროებისამებრ დახმარებას სისტემატური სახე ექნება. მისივე თქმით, გარდა „იბის თბილისი სტადიუმისა“, პროდუქტები იმ სხვა სასტუმროებშიც განაწილდება, სადაც ახლა უკრაინელები ცხოვრობენ.

„საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაცია საქართველოში დარჩენილი უკრაინელი მოსახლეობის დასახმარებლად აქტიურ კამპანიაშია ჩართული. დაახლოებით, 1 კვირაა, რაც ამ პროდუქტებს თავს ვუყრით და იმ სასტუმროებში ვანაწილებთ, სადაც უკრაინელები ცხოვრობენ. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ კომპანიას, რომლებიც ამ იდეის გარშემო გაერთიანდნენ, მათ შორის „სოფლის ნობათს“, „გემრიელს“, „ფორვარდს“, „ჯორჯიან ბეიქერს“, „ქალაქურს“ „სანდომს“ და ყველა იმპორტიორ კომპანიას.

მინდა ყველას მოვუწოდო: დავეხმაროთ ამ ადამიანებს, რადგან მათ რესურსი უკვე ამოეწურათ და ასეთ დროს ელემენტარულ ჰიგიენურ საშუალებებსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს“, - ამბობს ივა ჭყონია.