მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიზელზე ფასის ზრდის გამო ფერმერები მარცვლეულის გაძვირებას აანონსებენ

62b5ccaad7c3a
ანუკა ჯოხაძე
24.06.22 23:00
1674
საქართველოში დიზელის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში დიზელის ტიპის საწვავის ფასმა 25-30%-მდე ზრდა აჩვენა. საერთაშორისო ბაზარზე ფასების რეკორდული მატების გამო ნავთოიმპორტიორები საწვავის შესყიდვებისგან თავს იკავებენ. რამაც, ბაზარზე დიზელის ერთგვარი დეფიციტიც კი შექმნა.

დიზელის საწვავის ზრდას რომ თავისი ეფექტი ექნება ფერმერებზე, რომლებიც მოსავლის აღებას ელოდებიან, ამას ადასტურებს კერძო სექტორიც.

როგორც ფერმერი ნიკოლოზ ბენიაიძე აცხადებს, საწვავის ხარჯს მთლიან ხარჯებში 30-40%-მდე წილი აქვს. მისი განმარტებით, დიზელის ფასთან ერთად გაზრდილია სასუქებისა და პესტიციდების ღირებულებაც, რაც დამატებით წნეხია ბიზნესისთვის, შესაბამისად, ბენიაიძის თქმით, პროდუქტებზე ფასების ზრდა გარდაუვალია.

“მაგალითად დიზელი თუ ორი წლის წინ 1,40 ღირდა, დღეს 1 ლიტრის ღირერბულება 4,5 ლარია, რაც ძალიან დიდი ზრდაა. მოსავლის აღებასთან ერთად ეგრევე იწყება მოხვნითი სამუშაოები, მიწის დამუშავების სამუშაოები, რაშიც ძალიან დიდი წილი უჭირავს დიზელის ფასს. ეს აისახება თვითონ მარცვლეულის ღირებულებაზე, ეს არის ჯაჭვური რეაქცია.

გაძვირდება მარცვლეული, გაძვირდება პირუტყვის გამოსაკვებად საჭირო საკვებიც, რაც საბოლოოდ რძის თვითღირებულებაზეც აისახება, ეს კი სავარაუდოდ საბოლოო პროდუქტზეც იქონიებს გავლენას”, - ამბობს ფერმერი ნიკოლოზ ბენიაიძე.