მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დმიტრო კულება ზურაბ პოლოლიკაშვილს მადლობას უხდის

62695b2d9fcda
BM.GE
27.04.22 19:02
2859
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება Twitter-ის საშუალებით, UNWTO-ს გენერალურ მდივან ზურაბ პოლოლიკაშვილს მადლობას უხდის.

“ძვირფასო ზურაბ, მადლიერი ვარ თქვენი პრინციპული პოზიციის, რომელმაც უზრუნველყო ეს გადაწყვეტილება", - წერს კულება.

UNWTO არის გაეროს შემადგენლობაში შემავალი პირველი ორგანიზაცია, რომელმაც რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე დააყენა დღის წესრიგში რუსეთის ფედერაციის ორგანიზაციიდან გარიცხვა. დღეს ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა რიგგარეშე სესიაზე სწორედ ამ გადაწყვეტილების მისაღებად შეიკრიბა, თუმცა რუსეთის ფედერაციამ სხდომამდე განაცხადა, რომ ორგანიზაციის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

მომხდართან დაკავშირებით საკუთარ Twitter-ზე განცხადება გაავრცელა UNWTO-ს მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა:

“ჩვენი მოწოდება ნათელია: ტურიზმის ხელშეწყობა უნდა მოხდეს მშვიდობის და ადამიანთა უნივერსალური უფლებების დაცვით. მხოლოდ ისინი იქნებიან ორგანიზაციის წევრები, ვინც ამას იცავენ და იზიარებენ", - განაცხადა პოლოლიკაშვილმა.

რუსეთის სრულად გასვლას ორგანიზაციიდან, დაახლოებით, ერთი წელი შეიძლება დასჭირდეს.