მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საპროტესტო აქციაზე პიკზე 7 000-მდე ადამიანი იყო“ - ირაკლი კობახიძე

5fa82be812d1e
ვიქტორია მღებრიშვილი
08.11.20 21:26
1152
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის შეფასებით, გაერთიანებულმა ოპოზიციამ მხარდამჭერთა შეკრება ვერ მოახერხა. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღევანდელმა დღეს უტყუარად დაადასტურა ის რომ ქართველმა ხალხმა, საიდანაც 1 მლნ ადამიანმა თითქმის მხარი დაუჭირა არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“, კიდევ ერთხელ აღიარა არჩევნების შედეგები.

დღეს მგონი, ყველამ კარგად დაინახა ყველაფერი, პიკზე აქციაზე იყო 7 000-მდე ადამიანი, წამზომის გამორთვამდე, რაც თავისთავად საინტერესო მოვლენა იყო, შემცირებული იყო დაახლოებით 3 000 კაცამდე, შესაძლოა 2 500 კაცი იდგა იმ დროისთვის.. მათ სჭირდებოდათ აქციის დასრულების დროს რაღაც გასასვლელი და ეს გასასვლელი აღმოჩნდა ცესკო. მივლენ ცესკოსთან, მერე დაიშლებიან და როგორ გაგრძლედება არ ვიცი...“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, 7 000 კაციანი აქციით ასეთი მოთხოვნების წაყენება ხელისუფლებისთვის არარეალისტურია და ისინი აუციელბლად დაეხმარებიან გაერთიანებულ ოპოზიციას ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლაში, იმისთვის რომ მრავალპარტიული პარლამენტი შედგეს.

„ის პროცესები, რაც დღეს წარიმართა და ვერ მოახერხა ოპოზიციამ სათანადო რაოდენობით ადამიანების შეკრება, ბუნებრივია დამატებით შეუწყობს ხელს, რომ პარლამენტში, რაც შეიძლება მეტი პარტია შემოვიდეს და ეს ხელს შეუწყობს არა „ქართულ ოცნებას“ და საქართველოს ხელისუფლებას, ეს შეეხება ქარველ ხალხს და ქართულ დემოკრატიას“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა.