მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში მოზრდილი მოსახლეობის 60%-ზე მეტი უკვე აცრილია - გაბუნია

61485235b8361
ინგა მურუსიძე
20.09.21 13:25
3241
"თბილისში მოზრდილი მოსახლეობის 60%-ზე მეტი უკვე აცრილია", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„ზოგიერთ რეგიონში ვაქცინაციის მაჩვენებელი კარგია; თბილისი ლიდერობს, სადაც მოზრდილი მოსახლეობის 60%-ზე მეტი უკვე მოცულია. იგივეს ვერ ვიტყვით სხვა რეგიონებზე და განსაკუთრებით საყურადღებოა მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში დაბალი მოცვა და ამ მხრივ ჯანდაცვის სამინისტრო და NCDC გაააქტიურებენ მუშაობას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ბოლო 24 საათში საქართველოში სულ 7,720 აცრა ჩატარდა. NCDC-ის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყანაში ამჟამად აცრების ⅔ მეორე დოზებზე მოდის, ხოლო პირველი დოზები კი მკვეთრად შემცირებულია და პირველ დოზაზე მხოლოდ 2,186 ადამიანი აიცრა.

საქართველოში COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. მას შემდეგ ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზით აიცრა 947,477 ადამიანი, ხოლო 707,563 ადამიანი კი ორჯერადად არის აცრილი. დღემდე ქვეყანაში 1,655,040 დოზა ვაქცინა არის ჩატარებული.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 3,728,600-ია, მათ შორის ზრდასრულების რაოდენობაა 2,861,000 ადამიანი, საიდანაც 60%-ის აცრა 1,716,600 მოქალაქის ვაქცინაციას ნიშნავს. 20 სექტემბრის ჩათვლით ზრდასრული მოსახლეობის 33.1% არის ერთხელ მაინც აცრილი, ხოლო ორჯერადად აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 24.7%.