12.ივლისი .2022 17:02

დოლარი და ევრო 2.87 ლარი ღირს - 12 ივლისის ვაჭრობის შედეგი

დოლარი და ევრო 2.87 ლარი ღირს - 12 ივლისის ვაჭრობის შედეგი
views 2287
უკან

12 ივლისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.85 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8745 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გამყარდა 3.68 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8788 ლარი გახდა.

4.35-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებამ 3.4037 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით, გამყარებამ 0.06 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 16.53 თეთრი გახდა.