21.აპრილი .2021 17:00

დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.45 ლარი გახდა

დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.45 ლარი გახდა
views 677
უკან

21 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსი გაუფასურდა; ცვლილება 0.22 თეთრია, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4521 ლარი გახდა, რაც 2021 წლის განმავლობაში დოლარის მაქსიმალური ღირებულებაა.

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.43 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4.1442 ლარი გახდა. 

დღესვე ლარი თურქული ლირის მიმართ 0.34 თეთრით გამყარდა, შედეგად მისი ღირებულება 0.4219 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 1.38 თეთრით შემცირდა და 4.8081 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 22 აპრილიდან შევა ძალაში.

2020 წლის განმავლობაში სებ-მა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, ჯამში 6 სავალუტო აუქციონი განახორციელა და $212.9 მილიონი დოლარი გაყიდა. ბოლო აუქციონი გასული კვირის ბოლოს შედგა, როდესაც ბაზარზე გასაყიდად სებ-მა $40 მილიონი გამოიტანა, საიდანაც $25.4 მილიონი გაიყიდა.

ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით რამდენიმე კვირის წინ განცხადება გააკეთა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს გაუფასურება თურქული ლირის მკვეთრ გაუფასურებას უკავშირდება. ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით გამოწვეულ გაუფასურებას სებ-ი ინტერვენციების გზით ვერ შეეწინააღმდეგება, რადგანაც ეს კონტრპოდუქტიული იქნება.