მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Dolce & Gabbana ბეწვის გამოყენებას წყვეტს

61f90308d9b9b
თათია კაკიაშვილი
02.02.22 00:30
939
იტალიურმა მოდის ბრენდმა Dolce & Gabbana-მ ცხოველთა უფლებების დაცვის ჯგუფთან Humane Society International-თან ერთად განაცხადა, რომ საკუთარ კოლექციებში ცხოველის ბეწვს აღარ გამოიყენებს. ინფორმაციას DW ავრცელებს.

„მოდის ინდუსტრიას მნიშვნელოვანი სოციალური პასუხისმგებლობის როლი აკისრია, რომელიც ხელშეწყობილი და წახალისებული უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, Dolce & Gabbana მუშაობს უფრო მდგრადი მომავლისთვის, რომელიც ცხოველის ბეწვის გამოყენებას ვერ განიხილავს“, - განაცხადა Dolce & Gabbana-ს კომუნიკაციის და მარკეტინგის ოფიცერმა ფედელ უსაიმ.

როგორც კომპანიაში აღინიშნა, სანაცვლოდ ისინი მომავალში ეკობეწვის სამოსს და აქსესუარებს გამოიყენებენ. ასევე, ითქვა, რომ მუშაობა ბეწვის სპეციალისტებთან გაგრძელდება, რათა სამუშაო ადგილები და ცოდნა შენარჩუნებული იყოს.

„ბეწვის გამოყენების დასრულება ქმნის უფრო მაღალ სტანდარტს იმის შესახებ, რაც მოდის ინდუსტრიაში მისაღებია“, - განაცხადა პიჯეი სმიტმა, შეერთებული შტატების ჰუმანური საზოგადოების საერთაშორისო მოდის პოლიტიკის დირექტორმა.

ცნობისთვის, ბრენდებმა: Armani, Kering, Moncler, Prada, Valentino და Versace და ელექტრონული კომერციის პლატფორმები Yoox და Net-a-Porter-მა განაცხადეს, რომ ისინი დაიცავენ ცხოველთა უფლებებს და მათ პროდუქტებში ცხოველის ბეწვს არ გამოიყენებენ.