მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt&Taggart მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილებას არ ელოდება

61f7d462190c4
სალომე მეცხვარიშვილი
31.01.22 22:10
1469
საინვესტიციო ბანკის Galt&Taggart-ის პროგნოზით, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად დატოვებს. ამის შესახებ "საქმიანი დილას" ეთერში საინვესტიციო ბანკის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვებას თავისი არგუმენტაცია აქვს.

“დეკემბერში გაზარდეს განაკვეთი და ახლა მისი შერბილება არ იქნება ჭკვიანური გადაწყვეტილება; თან ინფლაცია კვლავ მაღალია და იანვარ-თებერვალში მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება; ამას ემატება რეგიონში არსებული რისკი, რომელიც მომდინარეობს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტიდან, ამიტომ მიზანშეწონილია მისი იმავე ნიშნულზე დატოვება”, - აცხადებს ლაშა ქავთარაძე.

მისივე თქმით, არც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაა მოსალოდნელი, რამდენადაც ეროვნული ბანკი მარტიდან ფასების დონის შემცირებას ელოდება.

ამ დროისთვის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10,5%-ია. ბოლოს გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა გასული წლის დეკემბერში მიიღო და 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა. მომდევნო სხდომა 2 თებერვალს არის ჩანიშნული.