მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Dolce&Gabbana-ს დამფუძნებლებმა კომპანიის გაყიდვის შეთავაზება მიიღეს

5e4685ecec502
ნათია თაქთაქიშვილი
14.02.20 21:35
1074
Dolce & Gabbana-ს დამფუძნებლემა სტეფანო გაბანამ საქმიანი შეთავაზება მიიღო, რომელიც კომპანიის გაყიდვას უკავშირდება. ამ ეტაპზე წინადადების ავტორი არ სახელდება. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

Dolce & Gabbana-ს დამფუძნებლები აცხადებენ, რომ ისინი კომპანიის გაყიდვას არ გეგმავენ და არც ამ წინადადებით ინტრესდებიან.

აღსანიშავია, რომ კომპანია შემოსავლების მიხედვით მოდის 10 ყველაზე მსხვილ ბრენდებს შორისაა და გასულ წელს 1.38 მილიარდი ევროს ღირებულების პროდუქცია გაყიდა.

„კომერციული წინადადებით მხოლოდ იმიტომ დავინტერესდით, რომ გაგვეგო როგორ ფასდება ჩვენი შრომა. კომპანიის გაყიდვით დაინტერესებულები არ ვართ“, - განაცხადა სტეფანო გაბანამ.