მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

50%-მდე ფასდაკლება ყველაზე საჭირო პროდუქტებზე (R)

619f531435651
BM.GE
25.11.21 13:08
860
შავი პარასკევი ჯიპიაიში ტრადიციულად ფასდაკლებების დღეა. 26, 27, 28 და 29 ნოემბერს კომპანია საშუალებას გაძლევთ 50%-მდე ფასდაკლებით შეიძინოთ სადაზღვევო პროდუქტები, რომლებიც ყველაზე მეტად გჭირდებათ, იმისთვის რომ თავი დაცულად და მშვიდად იგრძნოთ. ფასდაკლების მისაღებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს Mygpi.ge და თქვენთვის სასურველი სადაზღვევო პაკეტები შეარჩიოთ.

მოდი, ერთად ვნახოთ, რას გვთავაზობს ჯიპიაი შავ პარასკევს:

სამოგზაურო დაზღვევა - 50% - დარწმუნებული ვარ, ერთწლიანი პაუზის შემდეგ, დღეებს ითვლი თვითმფრინავის ბორტზე მოხვედრამდე. თუ კოვიდ პასპორტი გაქვს და გასაფრენად სასურველი მიმართულებაც შეარჩიე, მეტი უსაფრთხოებისთვის მხოლოდ სამოგზაურო დაზღვევის ყიდვა გჭირდება. ჯიპიაი კი სტანდარტულ სამოგზაურო დაზღვევასთან ერთად კოვიდ დაზღვევის პოლისითაც უზრუნველგყოფს. თანაც პაკეტის შეძენას შავ პარასკევს 50%-იანი ფასდაკლებით შეძლებ.

პოლისი კომფორტი - 25% - ამ პოლისით შეძლებ დააზღვიო ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი – შენი სახლი. შენი ბინა დაზღვეული იქნება - მეზობლისგან წყლის ჩამოსვლისგან, გათბობის, წყალგაყვანილობის, კანალიზაციისა თუ ელექტროგაყვანილობის მწყობრიდან გამოსვლისგან, სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალისაგან. სამწუხაროდ, არ ვართ დაზღვეული, არც ხანძრისა და აფეთქებისგან, ქურდობის, ძარცვა-ყაჩაღობისგან , თუმცა პოლისი კომფორტი ამ ყველაფრით მოყენებული ფინანსური რისკებისაგან დაგვაზღვევს. თუ შენს ყველაზე ძვირფას შენაძენს რამე დაემუქრება, ზარალს ჯიპიაი აგინაზღაურებს.

ავტომობილის დაზღვევა - 20% - თუ შენი ავტომობილი გიყვარს და უფრთხილდები, მაშინ შენთვის ყველაზე აქტუალური და საჭირო დაზღვევის შეძენას 20%-ანი ფასდაკლებით შეძლებ. თუ გახსოვს, ჯიპიაის ავტოდაზღვევის ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანი აქვს. ავტოფიქსის ან ავტო აქტივის არჩევისას შეგიძლია ისეთი პაკეტი მოირგო, რომელიც ყველაზე მეტად პასუხობს შენს საჭიროებებს და ამასთან დამატებით 20%-ანი ფასდაკლებაც მიიღო. 15% ფასდაკლებით კი მესამე პირის პასუხისმგებლობასაც დააზღვევ, რაც იმას ნიშნავს,რომ თუ შენი ბრალეულობით ვინმეს მანქანა ან ნივთი დაზიანდა ზარალს ჯიპიაი აუნაზღაურებს.

20%-ანი ფასდაკლება ვრცელდება ონკოქეარზე - მომავლის დაზღვევის პროდუქტზე, რომელიც ყველას უნდა ჰქონდეს. ონკოქეარი კიბოს რისკისგან დაზღვევის პოლისია, თუკი მის მფლობელს ავთვისებიანი სიმსივნე დაუდასტურდება ჯიპიაისგან კომპენსაციის სახით 180 000 ლარამდე თანხას მიიღებს. ამასთან საშუალება ეძლევა დიაგნოზი საზღვარგარეთ, მსოფლიოს წამყვან კლინიკებში გადაამოწმოს. პროდუქტის ფასი თვეში 5 ლარიდან იწყება და დაზღვეულის ასაკისა და კომპენსაციის ოდენობის მიხედვით ცვალებადია. დამეთანხმებით, 20%-ანი ფასდაკლება ონკოქეარს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის და რაც მთავარია ჩვენი სიმშვიდისთვის ნამდვილად ღირს რომ შევიძინოთ.

ჯანმრთელობის დაზღვევა - 15% - და ბოლოს , დაზღვევა რომელიც ყველას უპირობოდ გჭირდება. იჩქარე და დააზღვიე ჯანმრთელობა 15%-ანი ფასდაკლებით. მრავალფეროვანი პაკეტებით, პროვაიდერი კლინიკების ყველაზე ფართო ქსელით და დაზღვევის სრულიად ციფრული სერვისებით, ჯიპიაის ინდივიდუალური დაზღვევის პაკეტები საუკეთესოა ბაზარზე, კომპანიას ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე ყველაზე დიდი 70%-ანი წილი აქვს.

ასე რომ, იჩქარე 26, 27, 28 და 29 ნოემბერს Mygpi.ge-ზე ფასდაკლებების დროა.