მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დომინოს ეფექტი - ვინ იზარალებს ნავთობტერმინალზე თავდასხმით და რატომ უნდა ველოდოთ ნავთობის გაძვირებას

5d7f5c4526d2b
მიხეილ ხაჩიძე
16.09.19 23:20
1811

საჰაერო დარტყმები საუდის არაბეთის ორ უდიდეს ნავთობტერმინალზე აბკეიკსა და ჰურეისში 14 სექტემბერს, დილით განხორციელდა, რამაც ხანძრის ძლიერი კერები გამოიწვია. მიყენებული ზიანის გამო, ქვეყნის წარმოების ნაწილი შეჩერდა. დასავლური გამოცემების ცნობით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ნავთობის პროდუცირების 58% შემცირდა, რაც დღეში დაახლოებით, 5.7 მილიონი ბარელი ნავთობია. ამასთან, გაჩერებულია გადამუშავებასთან დაკავშირებული გაზის მიწოდებაც, რამაც გაზზე კონდენსატის სითხეების წარმოების დღეში 0,7 მილიონი ბარელით შემცირება გამოიწვია.



აბკეიკის თავდასხმის ობიექტი მსოფლიოში უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსია, რომლის სიმძლავრე დაახლოებით, 7 მილიონი ბარელია დღეში. საუდის არაბეთს სასაქონლო მარაგის დიდი მოცულობა აქვს. ქვეყანას დაახლოებით, 200 მილიონი ბარელის რეზერვუარები გააჩნია. იმ შემთხვევაში, თუ აბკეიკისა და ჰურეისის კომპლექსების მუშაობა ვერ აღდგება, საუდის არაბეთს საშუალება აქვს თავისი საექსპორტო ვალდებულებები რამდენიმე კვირის განმავლობაში უპრობლემოდ შეასრულოს. შესაბამისმა უწყებებმა უკვე გაავრცელეს განცხადება და დაარწმუნეს თავის მომხმარებლები ინდოეთში, რომ ისინი ექსპორტის მოცულობას არ შეამცირებენ.



ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ-ის ნავთობის სტრატეგიული და კომერციული მარაგი - 645 მილიონი ბარელია. შესაბამისად, შტატებს ნავთობის გლობალური დეფიციტის 1-დან 2-თვემდე თავიდან აცილება შეუძლია. თუ საუდის არაბეთი მომდევნო დღეებში საჰაერო შეტევების შედეგად მიყენებულ ზიანს აღმოფხვრის და მუშაობას აღადგენს, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კვირის ბოლომდე Brent ტიპის ნავთობის ფასების ზრდა 10-15% -ით შემოიფარგლება. ამ სცენარით, პოპულარული ტიპის საწვავის ფასი ბარელზე 65-70 დოლარის ფარგლებში იქნება.



ანალიტიკოსები სხვა სცენარებსაც არ გამორიცხავენ. სპეციალისტების განცხადებით, საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე დრონებით განხორციელებულმა საჰაერო თავდასხმამ აჩვენა, რომ ქვეყნის სტრატეგიული ინფრასტრუქტურა მსგავსი შემთხვევებისგან სრულიად დაუცველია. ბაზრის მიმომხილველები ფასების რეკორუდილ ზრად ისევ პროგნოზირებენ. საწვავის ღირებულების მატების საშიშროება, ევროპულ ქვეყნებში უკვე დაანონსდა.



საუდის არაბეთის უდიდეს ნავთობტერმინალზე მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს. ისინი საუდის ტერიტორიას თავს აქამდეც არაერთხელ დაესხნენ. კერძოდ, აგვისტოში, მათ უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმები Sheyba-ს გადამამუშავებელზე მიიტანეს, სადაც დღეში 1 მილიონი ბარელი ნავთობი იწარმოება. თუმცა, მაშინ ზიანი მცირე იყო და წარმოების შემცირებაზე გავლენა არ მოუხდენია. ახლანდელმა თავდასხმამ კი, აქამდე დაფიქსირებულ მასშტაბებს გადააჭარბა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანი ჰუსიტებისთვის საჰაერო ხომალდების მიყიდვაში ირანი დაადანაშაულა; ოფიციალურმა თეირანმა ბრალდება კატეგორიულად უარყო.



ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა, რეგიონში სამხედრო კონფლიქტის ალბათობა მკვეთრად გაზარდოს.