მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დომინოს პიცა": უნდა ამოვქაჩოთ და გაყიდვების ძველ მაჩვენებლებს დავუბრუნდეთ

603b7ea311bd3
ლიკა გურაბანიძე
28.02.21 16:05
1106

თავის დროზე რესტორნების და საკვები დაწესებულებების შიდა სივრცეების დახურვამ ჩვენს ბიზნესზე დიდი გავლენა იქონია, მიუხედავად იმისა, რომ გატანის სერვისი ჩვენთან ყოველთვის კარგად მუშაობდა - ამის შესახებ bm.ge-ს “დომინოს პიცას” ქსელის დამფუძნებელმა მიხეილ ალხანიშვილმა განუცხადა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა აღნიშნა, შიდა სივრცეების გახსნა მათი ბიზნესის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რადგან კომპანია ამით თვეების განმავლობაში მიუღებელ შემოსავლებს ნაწილობრივ მაინც დააბალანსებს.

"გახსნის უფრო ჩქარი მოლოდინი გვქონდა, თუმცა სულ არაფერს 8 მარტიდან გახსნა ჯობს. როგორც ყველა სექტორს კრიზისი ჩვენც შეგვეხო. იმედი მაქვს, რომ შიდა სივრცეები დაიტვირთება და მობილობა მოიმატებს. ჩვენ შიდა სივრცეების გამოკლებით დაახლოებით 35%-იანი კლება გვიფიქსირდება. ეს აუცილებლად უნდა ამოიქაჩოს და ძველ ნიშნულს დავუბრუნდეთ” - განმარტა ალხანიშვილმა.

ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას შაბათ-კვირის გარდა ბათუმში 1 მარტიდან განაახლებენ, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან. რესტორნებს შიდა სივრცეებში დადგენილი რეკომენდაციებისა და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა მოუწევთ, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან მკაცრად გაკონტროლდება, ასევე ობიექტებს კვლავ ეზღუდებათ 9-საათის შემდგომ მუშაობა.