13.აპრილი .2021 21:30

Domino's pizza მომხმარებელს პიცას რობოტების მეშვეობით მიაწვდის

Domino's pizza მომხმარებელს პიცას რობოტების მეშვეობით მიაწვდის
views 364
უკან

მსოფლიოში ცნობილი პიცების მწარმოებელი კომპანია Domino's-ი მიმდინარე კვირიდან მომხმარებელს პიცას რობოტების მეშვეობით მიაწვდის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, აღნიშნული სერვისით სარგებლობას ტეხასის შტატის უდიდესი ქალაქის ჰიუსტონის მაცხოვრებლები შეძლებენ, მათ Nuro-ს რობოტი მანქანები მოემსახურებათ.

მომხმარებლებს სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით შეუძლიათ აკონტროლონ რობოტი ავტომობილის მდებარეობა, მოსვლის შემდეგ მომხმარებელმა რობოტ ავტომობილზე დამონტაჟებულ ეკრანზე უნდა შეიყვანოს სპეციალური კოდი და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს პიცის მიღებას.

აღსანიშნავია, რომ Nuro-ს რობოტი მანქანები სრულად ავტომატიზირებულია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ Domino's-ი არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც რობოტი ავტომობილების დანერგვას გეგმავდა მიწოდების სერვისში. კომპანია Pizza Hut-მა ჯერ კიდევ 2018 წელს განაცხადა, რომ Toyota-სთან თანამშრომლობით მიწოდების სერვისში თვითმართვადი ავტომობილების გამოყენება სურდა.