მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დონალდ ტრამპი: აშშ არ გადაიხდის პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის დაცვის დაქირავების საფასურს

5e80fb7a12c4c
BM.GE
30.03.20 00:01
5797

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ Facebook-ზე წერს, რომ დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II-ის მიმართ მისი პატივისცემის მიუხედავად, აშშ ვერ გადაიხდის, პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის დაცვისა და უსაფრთხოების საფასურს და ეს ხარჯები მათ თავად უნდა გაიღონ. 

"მე დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II-ს დიდ პატივს ვცემ. როგორც ცნობილია, პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა, რომლებმაც ბრიტანეთი დატოვეს და მუდმივად საცხოვრებლად კანადაში გადავიდნენ, ახლა კანადაც დატოვეს და აშშ-ში გადმოინაცვლეს, თუმცაღა აშშ არ გადაიხდის მათი უსაფრთხოებისა და დაცვის საფასურს. ეს თავად მათ უნდა გადაიხადონ!,"- აღნიშნავს დონალდ ტრამპი.



პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა 8 იანვარს გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ სამეფო ოჯახის მაღალი თანამდებობის წევრების სტატუსს ტოვებენ, ფინანსური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მუშაობას აპირებენ, ცხოვრებას კი დიდ ბრიტანეთთან ერთად ჩრდილოეთ ამერიკაში გააგრძელებენ.

კანადის სამეფო პოლიცია წყვილის უსაფრთხოებაზე 2019 წლის ნოემბრიდან-2020 წლის თებერვლის ჩათვლით  ზრუნავდა, რამდენადაც სამეფო ოჯახის წევრები საერთაშორისოდ დაცულ პირებად იყვნენ რანგირებულნი, რაც კანადას მათი უსაფრთხოებით უზრუნველყოფას ავალდებულებდა. ოფიციალური სტატუსის ცვლილების შედეგად, კანადურმა პოლიციამ წყვილის დასაცავად უსაფრთხოების ზომების მიღება შეწყვიტა.