მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დონალდ ტრამპი: ბირჟებზე ვარდნას რუსეთის და საუდის არაბეთის ბრძოლა და Fake News-ი იწვევს

5e6667255e2c4
შოთა ტყეშელაშვილი
09.03.20 19:58
1895
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Twitter-ის მეშვეობით, უოლ სტრიტზე ვაჭრობის შეჩერებას გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში სავაჭრო სესიის გახსნას აქციების მკვეთრი გაუფასურება მოჰყვა. ქვეყნის წამყვანი ინდექსები მკვეთრად დაეცა. S&P 500 7%-ით, Dow Jones-ის ინდექსი 7.29%-ით, Nasdaq-ი კი 6.89%-ით შემცირდა, რასაც საფონდო ბირჟის დამცავი მექანიზმის ამოქმედება და ვაჭრობის დროებით შეჩერება მოჰყვა. ვაჭრობის განახლების შემდგომ კი, ინდექსები მცირედით დასტაბილურდა (მაგრამ ვაჭრობის დაწყებიდან კლება საშუალოდ 5%-6%-ს შეადგენს). 

დონალდ ტრამპის განცხადებით, ამ ვარდნის მთავარი მიზეზი საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის ნავთობის ფასთან დაკავშირები არსებული დაპირისპირება და "ყალბი ახალი ამბები" იწვევს. "ყალბ ახალ ამბებში" ტრამპი სავარაუდოდ, კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ პანიკას გულისხმობს. 

"საუდის არაბეთი და რუსეთი დავოდებენ ნავთობის მოპოვების რაოდენობასა და მის ფასზე. ეს და "ყალბი ახალი ამბები არის მიზეზი რის გამოც ბაზარი დაეცა!....მომხმარებელზე ბენზინის ფასის კლება დადებითად აისახება," - წერს ტრამპი. 

დღევანდელი დღე ბაზრებზე ნედლი ნავთობის ფასის რეკორდული - 30%-იანი ვარდნით გაიხსნა, რაც საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის ნავთობის წარმოების შეზღუდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიუღწევლობამ განაპირობა, საპასუხოდ საუდის არაბეთმა სარეალიზაციო ნავთობის ფასი დაწია, რასაც მალევე საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასის ვარდნა მოჰყვა. დროის გარკვეულ მონაკვეთში ბარელი ნავთობის ფასი $30-ზე ქვემოთაც ჩამოვიდა (ამჟამად $32). ამასთან, ბოლო ოთხი წლის მინიმუმამდე გაუფასურდა რუსული რუბლი, რუსეთის უმსხვილესი კომპანიების აქციები კი 18-25%-ის ფარგლებში დაეცა. 

ვითარება სხვა ბაზრებზე:

ავსტრალიის S&P/ASX 200-ის ინდექსი 7.3%-ით შემცირდა, რაც 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ, ყველაზე დიდი ერთდღიანი ვარდნაა.

იაპონიის წამყვანი Nikkei 225-ის ინდექსი 5.1%-ით დაეცა, ჰონგ-კონგის ბირჟის ჰანგ-სენგის ინდექსი - 4.2%-ით, შანგჰაის კომპოზიტური ინდექსი კი, 3%-ით დაეცა.

ევროპული საფონდო ბირჟები გახსნისთანავე დაეცა, დიდი ბრიტანეთის FTSE 100 ინდექსი 8.5%-ით დაეცა, გერმანიის მთავარი DAX-ის ინდექსი 7.4%-ით დაეცა, იტალიის მთავარი ინდექსი კი 7.1%-ით დაეცა.