მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დონალდ ტრამპი: მე გადასახადებს ვიხდიდი

5f71a731a30c9
ნათია თაქთაქიშვილი
28.09.20 20:40
1258
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოცემა The New York Times-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ 15-დან 10 წლის განმავლობაში დონალდ ტრამპი საშემოსავლო გადასახადებს არ იხდიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მათ შორის 2016-2017 წელს დონალდ ტრამპმა მხოლოდ 750 აშშ დოლარი გადაიხადა. ტრამპი The New York Times-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "ყალბ სიახლეს“ უწოდებს და აცხადებს, რომ გადასახადებს ყოველთვის იხდიდა.

”სინამდვილეში მე ვიხდიდი გადასახადებს. ეს თვალსაჩინო გახდება ძალიან მალე, როგორც კი ჩემი დეკლარაციის აუდიტი დამთავრდება. შიდა შემოსავლების სამსახური (Internal Revenue Service) კარგად არ მეპყრობა… ისინი ძალიან ცუდად მექცევიან”, - განაცხადა ტრამპმა.

როგორც გამოცემა წერს, ტრამპის მფლობელობაში არსებული კომპანიებიც შეუერთდნენ დონალდ ტრამპს და უარყვეს ბრალდებები გადასახადების დაფარვასთან დაკავშირებით.

"ბოლო ათწლეულის განმავლობაში, პრეზიდენტმა ტრამპმა გადაიხადა ათობით მილიონი დოლარი საშემოსავლო გადასახადების სახით“, - განაცხადა The Trump Organization-ის მთავარმა იურიდიულმა დირექტორმა ალან გარტენმა.