04.აგვისტო .2020 14:30

დონალდ ტრამპი: მუდმივი ლოქდაუნი უარეს შედეგებამდე მიგვიყვანს

views 461
უკან

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ს ჩაკეტვა იმ მიზნით, რომ კორონავირუსის გავრცელებისგან დავიცვათ საზოგადოება უარეს შედეგებამდე მიიყვანს ქვეყანას. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

„მინდა გააცნობიეროს ყველა ამერიკელმა, რომ მუდმივი ლოქდაუნი არ არის გზა, რომელიც სასურველ შედეგამდე მიგიყვანთ და უფრო მეტ ნეგატიურ შედეგებს მოგვცემს ვიდრე პოზიტიურს“,- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყნის თავდაპირველი ჩაკეტვაც მხოლოდ იმის საფუძველზე მოხდა, რომ მეცნიერებს დრო ჰქონოდათ შეესწავლათ ვირუსთან ბრძოლის ეფექტური მეთოდები და შედეგმაც არ დააყოვნა, რადგან აშშ-ს „ძალიან კარგი“ შედეგები აქვს კორონავირუსის ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებით.

ტრამპის განცხადებით, ინფიცირებულების რაოდენობის თვალსაზრისით მდგომარეობა გაუმჯობესდა აშშ-ს 18 შტატში, მათ შორის იქ, სადაც რიცხვები მუდმივად მზარდი იყო, მაგალითად: ნიუ-ჯერსი, კონექტიკუტი და ნიუ-იორკი.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ სკოლებში სასწავლო პროცესის აღდგენის მომხრეა. ამასთან ერთად, ტრამპმა მოუწოდა მოსახლეობის მოწყვლად ფენას და ხანდაზმულებს გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე ვირუსის მიმართ.

„ჩვენ ამ ეტაპზე უნდა ვიზრუნოთ იმ ხალხზე, რომლებიც რისკის მაღალ ჯგუფს მიეკუთვნებიან, ხოლო ახალგაზრდა და ჯანმრთელი ამრიკელები უნდა დაუბრუნდნენ სკოლებს და სამსახურებს უსაფრთხოების ნორმების დაცვით“, -განაცხადა დონალდ ტრამპმა.