მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დონალდ ტრამპის ანგარიში Snapchat-მაც დაბლოკა

60003a2114913
თათია კაკიაშვილი
14.01.21 16:29
753

Snapchat-მა დონალდ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ დაბლოკა, ინფორმაციას CNN ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სოციალური მედიის პლატფორმები ცდილობენ პროვოკაციული შინაარსის და ანგარიშების შეზღუდვას აშშ-ში არეულობების ფონზე არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის წინ.

საგულისხმოა, რომ დონალდ ტრამპის ანგარიში Facebook-მა გაურკვეველი ვადით დაბლოკა, რასაც შემდეგ Youtube-ის მხრიდანაც მოჰყვა ტრამპის ანგარიშისა და ვიდეოკონტენტის გაუქმება. „დაბლოკვების“ კასკადში პირველი კი Twitter-ი იყო, რომელმაც ანგარიში აშშ-ის კაპიტოლიუმში ძალადობრივი ამბოხების აღძვრისთვის დაბლოკა.