11.იანვარი.2019 13:16
მსოფლიო

დონალდ ტრამპმა დავოსში ვიზიტი გააუქმა

დონალდ ტრამპმა დავოსში ვიზიტი გააუქმა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე წასვლაზე უარი თქვა, ამის შესახებ ტრამპმა საკუთარ twitter-ზე დაწერა. ტრამპის განცხადებით, ვიზიტის გაუქმება აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის პროექტს უკავშირდება.

განცხადებაში ტრამპი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ვიზიტის გაუქმებისთვის ბოდიშს უხდის.

მექსიკის საზღვართან კედლის აშენების საკითხზე უთანხმოების გამო, აშშ-ის მთავრობის მუშაობა 2018 წლის 22 დეკემბრიდან შეჩერებულია.

ტრამპი მოითხოვს, რომ 2019 წლის ბიუჯეტში $5.6 მილიარდი იყოს გათვალისწინებული, რასაც დემოკრატები ეწინააღმდეგებიან.

ტრამპის განცხადებით, კედელი მიგრანტების ნაკადს შეაჩერებს, თუმცა კონგრესის დემოკრატიული უმრავლესობა ბიუჯეტის წარდგენილ ვერსიას არ ეთანხმება.


19.ივნისი.2019 15:20
46

ამერიკელმა მილიარდერმა ოქსფორდის უნივერსიტეტს £150 მლნ შესწირა

ვრცლად
19.ივნისი.2019 14:54
1090

Adidas საფირმო ნიშანს კარგავს

ვრცლად
19.ივნისი.2019 13:10
305

ФСБ-მ დავით იაკობაშვილის მუზეუმ "სობრანიეში" ჩხრეკა ჩაატარა

ვრცლად
19.ივნისი.2019 10:45
169

მიშელ პლატინი გაათავისუფლეს

ვრცლად
19.ივნისი.2019 01:00
553

''ოტინგერი'' კანაფის შემცველობით ლუდს უშვებს

ვრცლად
19.ივნისი.2019 00:10
257

ავსტრიაში ძაღლებისთვის საცურაო აუზი გაიხსნება

ვრცლად