მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დონალდ ტრამპმა მარკ ცუკერბერგი მიიღო

5d849d8370407
მიხეილ ხაჩიძე
20.09.19 16:05
1068

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა Facebook-ის დამფუძნებელს უმასპინძლა.  დონალდ ტრამპისა და მარკ ცუკერბერგის შეხვედრა თეთრ სახლში შედგა. როგორც შტატების პირველმა პირმა twitterte-ზე დაწერა, "სასიამოვნო შეხვედრა ცუკერბერგთან ოვალურ ოთახში გაიმართა’’. 


თავის მხირვ, Facebook-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოლაპარაკება "კარგი და კონსტრუქციული იყო’’.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში Facebook-ის დამფუძნებელი მწვავე კრიტიკის ცენტრში მოექცა.  სოც-ქსელში პირადი ინფორმაციის დაცვისა და უსაფრთხოების შესახებ სენატორებთან მოლაპარაკებების გასამართად ცუკერბერგი შტატების დედაქალაქში სპეციალურად ჩავიდა.


მსოფლიოს უდიდესი სოციალური ქსელი მომხმარებლების ინფორმაციების გამოყენებაშია ეჭვმიტნილი.