მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დონეცკი, ლუგანსკი, ზაპოროჟიე, ხერსონი და ყირიმი უკრაინაა - სტოლტენბერგი

63374b8179e4c
ალა ისპირიანი
01.10.22 00:00
833
NATO უკრაინის რეგიონებს (დონეცკს, ლუგანსკს, ხერსონსა და ზაპოროჟიეს) რუსეთის ნაწილად არ აღიარებს.

NATO-ს გენერალური მდივანის იენს სტოლტენბერგის თქმით, დონეცკი, ლუგანსკი, ზაპოროჟიე, ხერსონი და ყირიმი უკრაინაა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და დეფაქტო დონეცკისა და ლუგანსკის, ასევე ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების ხელმძღვანელებმა, რუსეთის მიერ ამ რეგიონების ანექსიის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. 

შეთანხმების გაფორმებამდე პუტინის საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგა და განაცხადა, რომ ის თავის მიწებს დაიცავს.

„ადამიანები, რომლებიც ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ცხოვრობენ, სამუდამოდ ჩვენს მოქალაქეებად იქცევიან“, - განაცხადა პუტინმა.