მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დიჯითალ ბასმა” ყაზახეთში სასწავლო აკადემია დააფუძნა

637b92f7d8914
BM.GE
21.11.22 19:04
789
“დიჯითალ ბასმა” სასწავლო აკადემია, ამჯერად, ყაზახეთში დააფუძნა. ყაზახ ახალგაზრდებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ ეფექტური მეთოდებით, მოკლე დროში, ონლაინ შეისწავლონ ყველაზე პოპულარული და თანამედროვე ციფრული პროფესიები.

კოდინგი-პროგრამირება
გრაფიკული დიზაინი
ინტერიერის დიზაინი
ქოფირაითინგი
სოციალური მედიის მართვა

აკადემიის დამფუძნებლის თქმით, Digital Bus-ს, საქართველოში, ამ დროისთვის, 500-მდე კურსდამთავრებული და 300-მდე დასაქმებული ჰყავს, რაც ძალიან დიდი წარმატებაა და მათი რიცხვი დღითიდღე იზრდება. ქართველ წარმატებულ კურსდამთავრებულთა რიცხვს, მალე ყაზახებიც შეუერთდებიან.



ის, რაც Digital Bus Academy-ს გამოარჩევს, სწავლების თანამედროვე და შედეგებზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამა, მეგობრული და არაფორმალური სივრცეა, რომელსაც სთავაზობს ყველას, განურჩევლად ასაკის, პროფესიისა და ინტერესებისა. აკადემიაში, სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ, გაიცემა სერტიფიკატი და სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, დასაქმდნენ აკადემიის პარტნიორ კომპანიებში, რაზეც აკადეემის შიდა დასაქმების დეპარტამენტი ზრუნავს.

Digital Bus-ის გუნდი დაკომპლექტებულია კვალიფიციური ლექტორებით, რომლებსაც საერთაშორისო კომპანიებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ და მუდმივად მზად არიან, სტუდენტებს ცოდნა დიდი ენთუზიაზმით გაუზიარონ და მომავლის პროფესია მოკლე დროში შეასწავლონ.

ტექნოლოგიები დღითიდღე ვითარდება. ჩნდება ახალი ტენდენციები, იცვლება ინტერესები და იხვეწება სამუშაო ბაზარი. ის, რაც ახლო წარსულში მოთხოვნად პროფესიად ითვლებოდა, დღეს აღარ არის აქტუალური. მნიშვნელოვანია, რომ ფეხი ავუწყოთ განვითარების ამ უწყვეტ პროცესს და პატარებსაც მივცეთ შესაძლებლობა, პატარა ასაკიდანვე დაუმეგობრდნენ ციფრულ პროფესიებს. ბავშვებისთვის, დიჯითალ ბასში, ხელმისაწვდომია კურსები 8 წლის ასაკიდან, როგორიცაა გრაფიკული დიზაინი, კოდინგი და რობოტექნიკა.

კურსებზე სწავლა, როგორც ბავშვებისთვის, ასევე, მოზრდილებისთვის, შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე აუდიტორიაში.

აკადემიისა და კურსების შესახებ, დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს:
https://digitalbus.ge (საქართველო)
https://digitalbus.kz  (ყაზახეთი).