სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია საგარეო ვალით დაფინანსებული პროექტების ათვისებაზე. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ 12 პროექტში, რომელთა ათვისებაც 74.2 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო, მხოლოდ 17 მილიონით შესრულდა.
ამ პროექტების დაბალი ათვისების გამო, საქართველოს მთავრობამ დონორების მიმართ 5,771,000 ლარის ოდენობით გადაიხადა ე.წ. Commitment Fee, რაც ამ პროექტებში ათვისების დონის გათვალისწინებით დონორების მიერ დაწესებულ "ვალდებულების გადსახადს" წარმოადგენს. 2020 წელთან შედარებით ეს თანხა თითქმის ერთი მილიონი ლარით არის გაზრდილი.
ამ 12 პროექტის ჩამონათვალშია თბილისის მყარი ნარჩენების პროექტი, რომელსაც EBRD აფინანსებს. ამ პროექტის შესრულება 25 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული, თუმცა ფაქტობრივი ათვისება მხოლოდ 6.8 მილიონი ლარი იყო. ანალოგიურად დაბალი ათვისებით გამოირჩეოდა ეს პროექტი 2020 წელსაც, მაშინაც საქართველომ Commitment Fee გადაიხადა.
ასევე დაბალი ათვისებით გამოირჩევა ინტერნეტიზაციის პროექტი Log-in Georgia, რომლის ათვისებაც 2.1 მილიონის ნაცვლად, 187 ათასი ლარი იყო.
12 პროექტი, რომელთა დაბალი ათვისების გამოც, საქართველოს “ვალდებულების გადასახადის” გადახდა მოუწია:
1. პროფესიული განათლება I (KfW) - ბიუჯეტი 3.4 მლნ ლარი, ათვისება 0 ლარი, ვალდებულების გადასახადი 195,000 ლარი;
2. იმერეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება (KfW) - ბიუჯეტი 3.45 მლნ ლარი, ათვისება 0 ლარი, ვალდებულების გადასახადი 964,000 ლარი;
3. ბათუმის ავტობუსების პროექტი (E5P, EBRD) - ბიუჯეტი 4.8 მლნ ლარი, ათვისება 0 ლარი, ვალდებულების გადასახადი 20,000 ლარი;
4. ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გაუმჯობესება (AFD,EU) - ბიუჯეტი 1.2 მლნ ლარი, ათვისება 0 ლარი, ვალდებულების გადასახადი 1,178,000 ლარი;
5. კახეთის ინფრასტრუქტურის გაძლიერება (KfW) - ბიუჯეტი 5 მლნ ლარი, ათვისება 0 ლარი, ვალდებულების გადასახადი 390,000 ლარი;
6. 500 კვ გადამცემი ხაზი "წყალტუბო-ახალციხე-თორთუმი" (Kfw, EU-NIF) - ბიუჯეტი 6.7 მლნ ლარი, ათვისება 0.1 მლნ ლარი, ვალდებულების გადასახადი 1,115,000 ლარი;
7. მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II (კახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი) (KfW) - ბიუჯეტი 3.6 მლნ ლარი, ათვისება 0.2 მლნ ლარი, ვალდებულების გადასახადი 288,000 ლარი;
8. Log-in Georgia (WB) - ბიუჯეტი 2.1 მლნ ლარი, ათვისება 0.2 მლნ ლარი, ვალდებულების გადასახადი 325,000 ლარი;
9. თბილისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი (EBRD) - ბიუჯეტი 25 მლნ ლარი, ათვისება 6.8 მლნ ლარი, ვალდებულების გადასახადი 289,000 ლარი;
10. ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი I2Q (WB) - ბიუჯეტი 1.6 მლნ ლარი, ათვისება 0.7 მლნ ლარი, ვალდებულების გადასახადი 856,000 ლარი;
11. მიწის ბაზრის განვითარება (WB) - ბიუჯეტი 15.4 მლნ ლარი, ათვისება 7.9 მლნ ლარი, ვალდებულების გადასახადი 146,000 ლარი;
12. აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი (EBRD, SIDA) - ბიუჯეტი 2 მლნ ლარი, ათვისება 1.1 მლნ ლარი, ვალდებულების გადასახადი 6,000 ლარი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება