საქართველოს ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გამართეს. ვიდეოკონფერენციისას განიხილეს Covid-19-თან ბრძოლის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა შეხვედრაზე ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.
„დონორებთან გვქონდა დისკუსია ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ პაკეტებზე, ასევე უახლოესი მომავლის გეგმებზე, მათ შორის პოსტკრიზისული მიმართულებით და ეკონომიკის გახსნის შემდგომ ეტაპებთან დაკავშირებით. საერთაშორისო პარტნიორებთან გვაქვს ძალიან აქტიური დიალოგი, ღია დისკუსია იმაზე, რა სახის რეფორმების გატარებაა შესაძლებელი, რა ტიპის მხარდაჭერა შეუძლიათ მათ შემდგომში, მათ შორის ეკონომიკის მიმართულებით, როგორც მცირე და საშუალო კომპანიების დახმარების ნაწილში, ასევე სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერის კუთხით. განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო ტურიზმი. ჩვენ ყოველთვის ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ შევიმუშაოთ დახმარების კიდევ უფრო ეფექტური მექანიზმები და მათი მხარდაჭერით მაქსიმალურად ეფექტურ პროგრამებს ვთავაზობთ ჩვენს საზოგადოებას“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამატებითი მხარდაჭერის დროულად მიღების მიზნით, მთავრობის მიერ წარდგენილ საჭიროებებზე, ყველა საერთაშორისო პარტნიორთან ინდივიდუალურად და თემატურად მუშაობა გაგრძელდება.
საქართველოსთან ხანგრძლივი, წარმატებული პარტნიორობის შესახებ ისაუბრა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელმა. პიტერ ვიბლერმა აღნიშნა, რომ USAID-ი ამაყობს საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან პარტნიორობით, რაც დასახული მიზნების შესრულებას ემსახურება.
საქართველოს მთავრობას ანტიკრიზისული გეგმის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში. საბინე მახლიმ დაადასტურა მზადყოფნა, მომავალშიც განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა ახალი კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისთან გასამკლავებლად.
ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლები ეკონომიკურ და ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში - ბექა ლილუაშვილი და ლელა აქიაშვილი, ელჩები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის