ეკონომიკი მინისტრი ლევან დავითაშვილი კომპანია „დოპელმაიერის“ აღმასრულებელ დირექტორს ტომას პიხლერს, ექსპორტის დირექტორს ალექსანდერ კლიმერს, რეგიონალურ დირექტორს ვალერი იაშინსა და სამხრეთ კავკასიის დირექტორს ნიკოლოზ გრძელიძეს შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „დოპელმაიერი“ საქართველოში ხვალ სამუშაო შეხვედრას პარტნიორებთან ერთად ჩაატარებს, რომლებიც რეგიონის 7 ქვეყნიდან არიან.
აღნიშნული რეგიონებიდან 40-მდე მონაწილე იქნება და საქართველოს მთავრობის მიერ ზამთრის კურორტების, განსაკუთრებით კი, სამთო - სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარების წარმატებულ მაგალითებს ადგილზე გაეცნობიან.
ასევე დაგეგმილია სამუშაო შეხვედრის მონაწილეთა ვიზიტი ბაკურიანში, სადაც ისინი კურორტზე არსებულ ინფრასტრუქტურას და მიმდინარე ჩემპიონატს ადგილზე ნახავენ.
ავსტრიული კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მიულოცა ქართულ მხარეს მნიშვნელოვანი წარმატება და აღიარება მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის გამო. მან აღნიშნა, რომ დასახულ ამოცანას ჩვენმა ქვეყანამ თავი წარმატებით გაართვა. ითქვა, რომ საქართველო კარგი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება მყარი და თანამიმდევრული პოლიტიკური ნების შემთხვევაში, ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტის სამთო კურორტი განავითარო.
შეხვედრაზე „დოპელმაიერის“ წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ჩაერთონ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებიც საქართველოში სამომავლოდ შეიძლება განვითარდეს.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და მთის ტრასების კომპანიის დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი