მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დოქტორ გუდსი” - “ჩვენი მიზანია, საშუალო ზომის ევროპელი მწარმოებელი ვიყოთ”

60c0b0277c8b3
ლიკა გურაბანიძე
09.06.21 22:40
660

სამედიცინო მასალების მწარმოებელმა ქართულმა კომპანია “დოქტორ გუდსმა” წელს, ISO 13 485 სერტიფიკატი მიიღო. როგორც “საქმიან დილაში” საუბრისას კომპანიის მმართველმა პარტნიორმა მამუკა ხადურმა განაცხადა, კომპანიისთვის აღნიშნული სერტიფიკატი დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული.

“ამ ფურცლის უკან უდიდესი შრომაა და მისი შენარჩუნება კიდევ უფრო დიდ შრომას მოითხოვს, ვიდრე მიღება. ერთი მხრივ როგორც საწარმო, სტანდარტებს ინფრასტრუქტურული კუთხით უნდა შეესაბამებოდე, ხოლო მეორე ის, რომ ხარისხი ყველაფერში ბოლომდე დაიცვა. სერტიფიკატი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, კონკრეტულად სამედიცინო მასალების მწარმოებელი კომპანიის სტანდარტია, რომელიც საქართველოში მხოლოდ ჩვენ გვაქვს. ჩვენთან აბსოლუტურად ყველა პროდუქტი ევროკომისიის დირექტივების შესაბამისია.” - განაცხადა ხადურმა.

მისივე თქმით, პირველივე დღეებიდან, როდესაც კომპანია “დოქტორ გუდსმა” სერტიფიკატი მიიღო, ვირტუალურ პლატფორმაზე ევროპის ქვეყნებიდან სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობაზე შეთავაზება მიიღეს.

“ეს საშუალებას მოგვცემს ევროპული ქვეყნები ჩვენი სამედიცინო პროდუქციით მოვამარაგოთ. არ ვართ მიმართულები, რომ ვაწარმოოთ ძალიან ბევრი და იაფი პროდუქცია. ჩვენი მიზანი ეს არ არის. ჩვენი მიზანია, რომ საშუალო ზომის ევროპელი მწარმოებელი ვიყოთ, რომელიც ხარისხიან პროდუქციას აწარმოებს და ევროპის ტოპ-კლინიკებში შედის. ჩვენ კონკურენციაში ისეთ გერმანულ კომპანიასთან შევდივართ, რომელიც მაგალითად 1870 წელს დაარსდა.” - აღნიშნა მამუკა ხადურმა.

ხადურის თქმითვე, “დოქტორ გუდსი” დღეს საქართველოს ბაზარის 70-დან 80%-მდე მოიცავს.