13.ივნისი .2021 09:53

„დოქტორ გუდსმა“ სამედიცინო მასალების მწარმოებლის, უმაღლესი კლასის სტანდარტის სერტიფიკატი მიიღო

„დოქტორ გუდსმა“ სამედიცინო მასალების მწარმოებლის, უმაღლესი კლასის სტანდარტის სერტიფიკატი მიიღო
views 331
უკან

კომპანია „დოქტორ გუდსმა“ სამედიცინო მასალების მწარმოებლის, უმაღლესი კლასის სტანდარტის ISO 13 485 სერტიფიკატი მიიღო, კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქციას კი ევროკავშირის ბაზარზე დაშვებისთვის აუცილებელი CE მარკირება მიენიჭა, რაც „დოქტორ გუდს“ ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის განხორციელების საშუალებას აძლევს. სერტიფიცირების პროცესის პარალელურად „დოქტორ გუდსმა“ 3000 კვ მეტრის ფართობზე განთავსებული ახალი, რიგით მეორე საწარმო გახსნა.

“დოქტორ გუდსის” მიზანია საქართველო მსოფლიო რუკაზე მოინიშნოს, როგორც უმაღლესი ხარისხის სამედიცინო სახარჯი მასალის მწარმოებელი ქვეყანა და ამისთვის ყველა პირობა შექმნილია. ეს სერთიფიკატი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ყველა პროდუქტი ევროკომისიის დირექტივების შესაბამისად ვალიდირებულია, როდესაც ეს ინფორმაცია გავრცელდა ტენდერში მონაწილეობის მიღების შემოთავაზება სახელმწიფოებისგან ვღებულობდით, რაც შეეხება ახალ საწარმოს, ამან ტრამვასთან დაკავშირებული ოპერაციების ნაკრებების წარმოების საშუალებაც მოგვცა, ეს უფრო რთული პროცესია და ამისთვის ახალი მანქანა-დანადგარებია საჭირო, ამასთანავე უფრო მოქნილებიც გავხდით, საქართველოში ერთ კლინიკაში სხვადასხვა ქირურგს სხვადასხვა ტიპის მასალას ვთავაზობთ, ასე ყველას ინდივიდუალურ მოთხოვნას ვერგებით. ახალ საწარმომ წარმადობაც 3-ჯერ გაზარდა, თუმცა ჩვენი მიზანი ბევრის და იაფის წარმოება არ არის, ჩვენ გვინდა საშუალო ზომის ევროპელი მწარმოებლები ვიყოთ, რომლებიც ხარისხიან პროდუქტს აწარმოებენ და ევროპის ტოპ კლინიკებში შედიან“ - აღნიშნავს გადაცემა „საქმიან დილაში“ კომპანია „დოქტორ გუდსის“ მმართველი პარტნიორი მამუკა ხადური.

ცნობისთვის, „დოქტორ გუდსის“ დღიური წარმადობა ქირურგიული მიმართულებით 12-14 ათასი ქირურგიული ნაკრებია, კომპანია ქართული ბაზრის 70-80 ითვისებს და ექსპორტზე დიდ ბრიტანეთში, მალტაში, უნგრეთსა და ჩეხეთში გადის. როგორც კომპანიის მმართველი პარტნიორი ამბობს,“დოქტორ გუდსი“ ექსპორტს პანდემიური სიტუაციის დასტაბილურებასთან ერთად გაზრდის.