მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Downton Abbey-ის სასახლე Airbnb-ზე ქირავდება

5d81ee28d6b8e
მიხეილ ხაჩიძე
18.09.19 16:45
1140

გსურთ იცხოვროთ ისე, როგორც Crawley-ის თავადური ოჯახი "Downton Abbey"-ის ცნობილ სერიალში? - ეს შესაძლებელია.



სერიალში ყველაზე ხშირად ნაჩვენებ Highclere-ის სასახელში ერთი ღამის გატარების შანსს მსურველებს სასახლის მეპატრონეები აძლევენ. ერთჯერადი განცხადება მათ Airbnb-ზე განათავსეს. ისტორიული შენობის დაჯავშნა 1 ოქტომბრის 13:00 საათიდან იქნება შესაძლებელი. 2 ადამიანი ერთი ღამის გატარებას სასახლეში 168 ევროდ შეძლებს.



სტუმრების კომფორტზე სასახლის მეპატრონეები გრაფი და გრაფინია იზრუნებენ. კოქტეილით მიღების შემდეგ, სტუმრებს ტრადიციულ დარბაზში უმასპინძლებენ, სადაც გრანდიოზულ ვახშამს ჰპირდებიან, ამის შემდეგ კი, ყავის დასალევად ბიბლიოთეკაში გადაინაცვლებენ. მეორე დღეს, გამგზავრებამდე მათ საუცხოო საუზმეს მოუმზადებენ და მთელ სასახლეს დაათვალიერებინებენ, მათ შორის, სერიალში ნაჩვენებ ოთახებსაც.



სასახლე 400 ჰექტარ ტერიტორიაზე მდებარეობს. ის 9200 კვადრატული მეტრისაა და 300 საძინებელს ფლობს.



სასახლეში დარჩენა მხოლოდ 2019 წლის 26 ნოემბერს არის შესაძლებელი.