მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Dr Martens-ი აქციების საფონდო ბირჟაზე გატანას განიხილავს

5ffc4b1548801
ნათია თაქთაქიშვილი
11.01.21 16:55
597
მსოფლიოში ცნობილი ფეხსაცმელების მწარმოებელი ბრენდი Dr Martens-ი აქციების საფონდო ბირჟაზე გატანას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, კომპნია 11 მილიონ წყვილ ფეხსაცმელს ყიდის წელიწადში, საიდანაც მიღებული შემოსავალი დაახლოებით 672 მილიონ ფუნტს შეადგენს.

2020 წლის ბოლო 6 თვის მონაცმემებით, Dr Martens-ის შემოსავალმა 318 მილიონი სტერლინგი შეადგინა, რაც პანდემიის მიუხედავად 18 პროცენტით გაზრდილია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 130 მაღაზია აქვს, თუმცა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო ბრენდი ონლაინ გაყიდვებზე გადაერთო. მიუხედავად შექმნილი სირთულეებისა, სამომავლოდ Dr Martens-ი საცალო გაყიდვების გაფართოვებას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ Dr Martens-ის ბრენდი 1960 წელს დაფუძნდა და თავდაპირველად ფეხსაცმელებს მუშებისთვის კერავდა.