მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: ჩვენი ამოცანა კაპიტალტევად დარგებში ინვესტიციების მოზიდვაა

5f82d6dd04dd0
თელარა გელანტია
11.10.20 14:31
1275
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანაა, მეტი კაპიტალტევად დარგებში ინვესტიციების მოზიდვა.

ამის შესახებ მინისტრმა გადაცემა “Forbes კვირაში“ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიაზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ გავაკეთეთ სხვადასხვა პრიორიტეტული სფეროების იდენტიფიცირება. ესაა ის სფეროები, სადაც მეტი დამატებული ღირებულება იქმნება ანუ ე.წ. კაპიტალტევადი სფეროები, რაც ნიშნავს არა მარტო რაოდენობრივ, არამედ ხარისხობრივ ეკონომიკურ ზრდას. ასეთი დარგებია: მანქანათმშენებლობის ინდუსტრია, ელექტრონიკა, ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი, IT ინდუსტრია და ა.შ.“, - აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავა ირწმუნება, რომ საქართველოს ამ დარგებში პერსპექტივა აქვს, რადგან რეგიონალური ბაზარი დიდია, საქართველო კი, კარგი პლატფორმაა თავისი გეოგრაფიული მდებარეობით და ასევე, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებით.

„საუბარია იმაზე, რომ მოხდეს წარმოებების საქართველოში გადმოტანა. Made in Georgia - ხდება არა მარტო ჟღერადი, არამედ პრაგმატული თვალსაზრისით არის მომგებიანი კომპანიებისთვის, რომ აქ აწარმოონ და აქედან მიაწოდონ სხვა ბაზრებს პროდუქცია“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმითვე, ინვესტიციების მოსაზიდად მთავრობის სტრატეგიის ნაწილია ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის გაცნობის მიზნით, ლოკაციების სკაუტების მოწვევა; საქართველოს უკვე სტუმრობდნენ სკაუტები აშშ-დან და ევროპიდან.

ლოკაციების სკაუტები ანუ ლოკაციების კონსულტანტები არიან სხვადასხვა საკონსულტაციო კომპანიების მიერ დაქირავებული პირები, რომლებიც საკუთარ კლიენტებს უცხოეთში ინვესტირებისთვის ანალიტიკურ სერვისებს სთავაზობენ.