მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დრიმლენდ ოაზისი ჩაქვის" სასტუმრო სრული მომსახურების პაკეტით სახელმწიფოს საკარანტინე მიზნებისთვის უსასყიდლოდ გადაეცა

5e7f5f5405b2d
BM.GE
28.03.20 18:08
3180
სასტუმრო კომპლექსის მენეჯმენტი, “დრიმლენდ ოაზისი”-ს შესაბამისი მომსახურების სტანდარტით და სამჯერადი კვებით სრულიად უსასყიდლოდ უმასპინძლებს სამშობლოში დაბრუნებულ თითოეულ მოქალაქეს.

"მიუხედავად ტურზმის სექტორში არსებული რთული ფინანსური მდგომარეობისა ჩვენი 200 მუდმივი თანამშრომლიდან არცერთი არ გაგვითავისუფლებია და ასევე არცერთი არ გაგვიშვია უხელფასო შვებულებაში, რომლებიც თავის მხრივ მზად არიან თავიანთი მოქალაქეობრივი მოვალება პირნათლად შეასრულონ ქვეყნის წინაშე, რისთვისაც თითოეულ მათგანს ვაფასებთ და ვუხდით დიდ მადლობას.

კომპანია ასევე აგრძელებს დაწყებული დეველოპერული სამშენებლო პროექტების წარმოებას, რომლებიც დასრულებული იქნება საზაფხულო სეზონის დაწყებამდე და განაგრძობს ინვესტიციების განხორციელებას მიმდინარე პროექტებში, სადაც დამატებით 300 ადამიანია დასაქმებული და იღებს სრულ კუთვნილ ხელფასს"-აცხადებენ "დრიმლენდ ოაზისი ჩაქვის" მენეჯმენტში.