მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დრიმლენდ ოაზისი”: „ვერ დავუშვებდით, რომ ჩვენგან ახალი კლასტერი შექმნილიყო“

5f67395482913
თათია კაკიაშვილი
20.09.20 15:10
1196
„ჩვენი სასტუმროს საკარანტინე სივრცედ სახელმწიფოსთვის სრულიად უსასყიდლოდ გადაცემის დროს, საკარანტინე სივრცის და ინფექციასთან ბრძოლის გამოცდილება მივიღეთ“, - ამის შესახებ „დრიმლენდ ოაზისის“ მფლობელმა კოკა გეგუჩაძემ გადაცემა “ფორბს კვირაში” სტუმრობისას განაცხადა.

გეგუჩაძის თქმით, ზაფხულში, აქტიური სეზონის დროს, სასტუმროს გახსნისას, ყველაფერი წესების და რეგულაციების დაცვით მიდიოდა.

„კონფერენციები ჩვენთან დაახლოებით 10 წელია, მიმდინარეობს და როგორც წესი, მასში ჩართულია 400-ზე მეტი ადამიანი. ჩვენ თვითონაც ვადევნებდით თვალს, რომ კონფერენცია სრული წესების დაცვით ჩატარებულიყო. თითო ღონისძიებაზე 100 ადამიანიც არ ყოფილა, რეალურად, თითო ჯერზე 50-60 პირი თუ იკრიბებოდა, ისიც 2-მეტრიანი დისტანციის დაცვით. წლის აქტიური სეზონის განმავლობაში სასტუმროში გვყავდა 400-იც და მეტი სტუმარიც. ვინაიდან ჩვენი ტერიტორია 10 ჰექტარია, სტუმრები გადანაწილებული გვყავს ღია სივრცეში. აბსოლუტურად ყველა ვიზიტორს უტარდება თერმოსკრინინგი.

ვერ დავუშვებდით, რომ ახალი კლასტერი შექმნილიყო და ჩვენგან უამრავი დაინფიცირებული ადამიანი წასულიყო. მთავრობაც ვერ მოგვცემდა ვერანაირ ინსტრუქციას, რადგან ტესტის პასუხი ჯერ არ არსებობდა. ტესტის პასუხამდე, უამრავ ინფორმაციას ვიღებდით, მათ შორის, ექიმებისგანაც. როცა კოვიდის დადასტურებული შემთხვევა გამოვლინა, სახელმწიფოს ოპერატიულად მივაწოდეთ საჭირო ინფორმაცია და შესაბამისმა სტრუქტურებმაც ძალიან ოპერატიულად იმუშავეს, კოვიდინფიცირებულები ცხელების ცენტრში გადაიყვანეს“, - განაცხადა კოკა გეგუჩაძემ.

მისივე თქმით, სასტუმროს ყველა თანამშრომელს და დამსვენებლებს ჩაუტარდათ ტესტირება.

ცნობისთვის, სექტემბრის დასაწყისში „დრიმლენდ ოაზისში“, ჩაქვში, სამედიცინო კონფერენციაზე ერთერთი პირს კორონავირუსი დაუდასტურდა, რამაც იმის საშიშროება გააჩინა, რომ ინფიცირების დაფიქსირებული შემთხვევა რამდენიმე ასეულ მობინადრეზე და „დრიმლენდ ოაზისის“ მცხოვრებლებზეც გადასულიყო.