მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დრო, რომელიც საჭიროა კოვიდ 19-ის დამაინფიცირებელი დოზის მისაღებად

61e06fcec63fe
თამთა ჯიჯავაძე
13.01.22 22:53
15306
ექიმები და ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, რომ დროა პირბადეები შევცვალოთ. როგორც The Wall Street Journal-ი წერს, ომიკრონი იმდენად სწრაფად გავრცელებადი შტამია, რომ მისგან დასაცავად ნაჭრის პირბადეები საკმარისი აღარ არის. სპეციალისტები მოსახლეობას ქირურგიული ან უფრო მეტად დაცული პირბადის ე.წ N95 ან KN95 პირბადეების გამოყენებას ურჩევს.

გამოცემის ცნობით, მაგალითად მაიოს კლინიკამ ხუთშაბათიდან ყველა პაციენტსა და ვიზიტორს მოსთხოვა ქირურგიული ან N95 და KN95 პირბადეების ტარება. როგორც მედიკოსები ამბობენ, ერთშრიანი ან სახლში შეკერილი ნაჭრის პირბადეები აღარ არის საკმარისი.

The Wall Street Journal-ი ცხრილსაც აქვეყნებს, სადაც საშუალოდ სხვადასხვა სახის პირბადის ტარების შემთხვევაში დაინფიცირების რისკია გამოთვლილი. აღნიშნული ცხრილის ქართული ვერსია ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორმა ზაალ კოკაიამაც გამოაქვეყნა.


„ამ ცხრილის მიხედვით, თუკი ინფიცირებული ადამიანი ატარებს ქირურგიულ პირბადეს, არა ინფიცირებულ ადამიანს, რომელიც ასევე ატარებს ქირურგიული პირბადეს, დასაინფიცირებლად დასჭირდება 1 საათიანი კონტაქტი. N95/FFP2 პირბადის ტარებისას, რომელიც გაცილებით უფრო საიმედოა, იგივე ვითარებაში ინფიცირების დრო იზრდება 25 საათამდე, ხოლო პირბადის გარეშე 15-წუთიანი კონტაქტიც კი საკმარისია დასაინფიცირებლად. გასათვალისწინებელია, რომ ეს მონაცემები ეხება დელტას და ომიკრონის შემთხვევაში, სავარაუდოდ, ინფიცირება უფრო მალე ხდება", - წერს კოკაია სოციალურ ქსელში.