მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დროა ვაღიაროთ, რომ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია - შარლ მიშელი

62b0bca1f4035
ალა ისპირიანი
20.06.22 22:27
2336
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელის თქმით, უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. იგი ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინასა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ მოუწოდებს.

„ახლა დროა გავაცნობიეროთ, რომ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. გიწვევთ უკრაინასა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის.

პარალელურად, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ძლიერ ჰუმანიტარულ, სამხედრო, ეკონომიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას”,- წერს მიშელი „ტვიტერზე“.