07.ივლისი .2021 17:25

„დროშის დაწვა ბარბაროსობაა. მთავარია, პარლამენტის თავმჯდომარემ ის თავის ადგილას დააბრუნა“ - ევროკომისარი

„დროშის დაწვა ბარბაროსობაა. მთავარია, პარლამენტის თავმჯდომარემ ის თავის ადგილას დააბრუნა“ - ევროკომისარი
views 423
უკან

6 ივლისს, პარლამენტის წინ მდუმარე საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც სამოქალაქო აქტივისტებმა 5 ივლისს, მედიის წარმომადგენლებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა გააპროტესტეს. გვიან ღამით, როცა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დასრულდა, პარლამენტის წინ აგრესიულად განწყობილმა ჯგუფებმა ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დააზიანეს, რაც ბოლო ორ დღეში მეორედ მოხდა. დღეს დილით კი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ დროშა თავისი ხელით აღმართა.

ევროკავშირის დროშის ჩამოგლეჯი ფაქტის შეფასება დღეს მედიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და 
სამეზობლო საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე სთხოვა. "უნდა დაისაჯონ თუ არა ისინი, ვინც დროა ჩამოგლიჯეს", - ჰკითხა ჟურნალისტმა ორივეს. 

აღსანიშნავია, რომ მთავრობის მეთაურმა ვანდალიზმის შეფასებისგანაც თავი შეიკავა და კითხვას პირდაპირ არ უპასუხა. სამაგიეროდ დეტალურად აღწერა ბოლო ორი დღის განმავლობაში თბილისში მიმდინარე პროცესები. მისი მტკიცებით,  დამნაშავეები დაისჯებიან. 
 
ირაკლი ღარიბაშვილისგან განსხვავებით, ევროკომისარმა განაცხადა, რომ ბარბაროსობა დროშების დაწვით იწყება. 

„ვანდალიზმის და ძალადობის არაა არაფრის საწყისი. ყველამ უნდა იცოდეს, ყველამ უნდა დაიმახსოვროს, რომ ძალადობა არ შობს არაფერს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. პრემიერისგან გავიგე, რომ სრული ძალით დაისჯებიან დამნაშავეები, ჩართული არიან სამართალდამცველები და ყველა, ვინც ჩართული იყო ამ ძალადობაში, სამართლის წინაშე წარსდგება. რაც შეეხება ევროკავშირის დროშას, ვიტყოდი, რომ ბარბაროსობა იწყება დროშების დაწვით, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი ნიშანი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ დღეს დილით პარლამენტის თავმჯდომარემ თავისივე ხელით დააბრუნა ევროკავშირის დროშა თავის ადგილას“, - განაცხადა ევროკომისარმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა