27.ნოემბერი .2019 00:30

დუბაი პირობას დებს, რომ "ყველაზე ჭკვიანი" ქალაქი გახდება

views 518
უკან

სულ უფრო მეტი ქალაქი გადადის "ჭკვიანი ქალაქის" პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო სერვისები ხელმისაწვდომი ღილაკზე თითის დაჭერით ხდება. ერთ-ერთი მათგანია დუბაი, სადაც ინტერნეტით სულ უფრო მეტი სერვისის შეთავაზება ხდება. დუბაიში მანქანის დაზღვევა, ბავშვის სკოლაში ჩარიცხვა თუ ბინის ქირაობა, ყველაფერი რამდენიმე წამში ინტერნეტის დახმარებით მოგვარებადი საკითხებია.

როგორ "ჭკვიანდება" ქალაქი? - ამაზე ვრცელი მასალა euronews-მა მოამზადა. კითხვაზე პასუხის მისაღებად მაღალი ტექნოლოგიების გამოფენაზე Singularitynet-ის წარმომადგენელი ბენ ჰერცელი ამბობს, რომ ჭკვიანი ქალაქის ასაშენებლად ბევრი მონაცემია საჭირ:

"საჭიროა საგზაო მოძრაობის ანალიზი, ინფორმაცია მოსახლეობის ჯანმრთელობის შესახებ, თანამედროვე და ჭკვიანი ელექტროსისტემა. საერთო ჯამში ყველაფრის მოდელია საჭირო, რაც მეგაპოლისში ხდება. ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიოს ქალაქები ციფრული მიმართულებით მუდმივად ვითარდებიან და დროთა განმავლობაში, ისინი სრულ ინტეგრაციაში იქნებიან, რაც "ჭკვიან ქალაქს" შექმნის."

დუბაის "ჭკვიან ქალაქად" გადაქცევის ფუძედ აპლიკაცია "Dubai Today" იქცა, რომელიც ყველა საჯარო მომსახურებას ერთ პლატფორმაში აერთიანებს. პროექტის გენერალური დირექტორი აიშა ბაინ ბიშრი კონკრეტულ მაგალითებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ აპლიკაციის დახმარებით მანქანის მართვის მსურველები მაგალითად, ასეთ ეტაპებს გადიან:

"ჯერ უნდა მიიღოთ მართვის მოწმობა. ამისთვის კერძო სასწავლებელში შეგიძლიათ მოემზადოთ, მაგრამ მართვის ნებართვას სახელმწიფო გასცემს. შემდეგ ყიდულობთ მანქანას და მისი რეგისტრაციასაც აპლიკაციის დახმარებით აკეთებთ. თუ სესხის მიღება გჭირდებათ განაცხადი ბანკში უნდა შეავსოთ, დაზღვევის მისაღებად სადაზღვეო სააგენტოს უნდა მიმართოთ, თუმცა, ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი სხვა სერვისი შეგიძლიათ აპლიკაციის "Dubai Today"-ს დამხარებით მოაგვაროთ". 

კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, ამ დროისთვის აპლიკაციის ფუნქციონალის გაფართოვებაზე მუშაობენ, იმისათვის რომ მან კერძო სექტორის მომსახურებებიც მოიცვას და შესაძლებელი იყოს მაგალითად, საკუთრების გასხვისება თუ მისი მართვის უფლების გადაცემა მესამე პირისთვის.

აპლიკაციის მომხმარებელთა რაოდენობამ უკვე მილიონს გადააჭარბა. პირადი მონაცემების დაცულობა ერთიანი სერვისის შემქმნელებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. როგორც თავად ამბობენ, ამ მიმართულებით მათი სახელმძღვანელო პრინციპი ეთიკის სტანდარტებია, რომლის მიხედვითაც თითოეული მომხმარებლის პირადი ინფორმაცია კონფიდენციალური უნდა დარჩეს.

აპლიკაციის მასშტაბების ზრდასთან ერთად მისი შემქმნელები ე.წ ქაღალდზე სამუშაოს სრულად ჩანაცვლებას პროგნოზირებენ.

"ჭკვიანი ქალაქებისთვის" უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ქსელის გამძლეობა და მზარდი დატვირთვის შემთხვევაში მისი უხარვეზოდ მუშაობა. მნიშვნელოვანია ელექტროქსელის სიმძლავრეებიც და მოცულობაც. დუბაის შემთხვევაში დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია დაიხარჯა ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რათა ელექტროენერგიის დანაკარგები შემცირებულიყო. ამ მხრივ გაუმჯობესება ამ დროისათვის 3.3%-ია.

დუბაიში ათასობით მომხმარებელმაუკვე დაამონტაჟა სახლებში მზის პანელებიც, რომელთა მოცულობაც 106 მეგავატია. მათი კავშირი ელექტროგადამცემ ქსელებთან იძლევა შესაძლებლობას ელექტროენერგია გაყიდონ კიდეც.

ტექნოლოგიური განვითარება მნიშვნელოვანია, თუმცა ქალაქებისთვის, რომლებიც ჭკვიან ტექნოლოგიებს ავითარებენ, უმნიშვნელოვანეს გამოწვევად და პროექტის წარმატების მთავარ ინდიკატორად, მონაცემების დაცულობა რჩება.