მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დუბაი უცხოელი ტურისტების მიღებას 7 ივლისიდან იწყებს

5ef070af96508
BM.GE
22.06.20 13:04
938
დუბაი უცხოელი, ვიზის მქონე ტურისტებისთვის საზღვრებს 7 ივლისიდან გახსნის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტურისტებმა კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინონ ან დუბაის აერპორტში ანალიზი ჩააბარონ.

თავად დუბაის მცხოვრებლებს კი, საზღვარგარეთ მოგზაურობის უფლება 23 ივნისიდან ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ ქალაქის აეროპორტი 26 მარტს დაიხურა.

22 ივნისის მონაცემებით, საამიროებში კორონავირუსით ინფიცირების 44,925 შემთხვევაა გამოვლენილი. ჯამურად, 302 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო გამოჯანმრთელდა 32,415 ინფიცირებული.