მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დუბაიში COVID 19-ის დადგენა სუნთქვითი ტესტით ერთ წუთში გახდება შესაძლებელი

604f05802fdce
თათია კაკიაშვილი
15.03.21 23:00
897

დუბაიში კლინიკური კვლევა ტარდება, რომლის მიზანია კორონავირუსის ერთ წუთში სუნთქვის ტესტის საფუძველზე დადგენა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სინგაპურის ნაციონალური უნივერსიტეტის შპს Breathonix Pte-ს მიერ შემუშავებული სწრაფი ტესტი ამ დროისთვის 2500 პაციენტზე გამოიცადა.



Breathonix-ი ტესტირებას დუბაის ჯანდაცვის ორგანოსთან და მუჰამედ ბინ რაშიდის მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებს.



გავრცელებული ინფორმაციით, აპარატი სუნთქვის ნიმუშის გაანალიზების შემდეგ, შედეგს წუთზე ნაკლებ დროში აჩვენებს. ასევე, საგულისხმოა, რომ Breathonix–მა გაცილებით ადრე ჩაატარა სინგაპურში დაფუძნებული საპილოტე კვლევა, რომელშიც მონაწილეობა 180-მა პაციენტმა მიიღო და 93%-იან ეფექტურობას მიაღწია.