გადამზიდი კომპანია Emirates-ის Boeing 777-ის თვითმფრინავის მდგრადი საავიაციო საწვავის სატესტო ფრენა წარმატებით დასრულდა. თვითმფრინავის ორი ძრავიდან ერთ-რთი, SAF საწვავით სრულად იყო დატვირთული. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
რეისი ნომერი 2646 დუბაის საერთაშორისო აეროპორტიდან არაბეთის გაერთიანებული საამიროების სანაპირო ზოლის მიმართულებით გაფრინდა და საცდელ ფრენას დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ასრულებდა. უსაფრთხოების მიზნით, თვითმფრინავის მეორე ძრავი ტრადიციულ საწვავზე მუშაობდა.
“ეს ფრენა Emirates-ისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია, ხოლო ინდუსტრიისთვის - პოზიტიური ნაბიჯი, რადგან ერთობლივად ვმუშაობთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევის - ნახშირბადის ემისიის შემცირებაზე. მოუთმენლად ველით მომდევნო რამდენიმე წელს, რათა თვითმფრინავზე მდგრადი საავიაციო საწვავის სრულად, 100%-ით გამოყენება შევძლოთ,” - განაცხადა Emirates-ის ოპერაციულმა ოფიცერმა ადელ ალ რედჰამ.
“ამჟამად Ge Aviation-ის ყველა ძრავი SAF-ის 50%-იანი დატვირთვით მუშაობისთვის სერტიფიცირებულია, დარჩენილი ნახევარი თვითმფრინავის ჩვეულებრივ საწვავთანაა შერეული. შეიძლება ითქვას, რომ ამ ტიპის საწვავი უკვე ყველა ოპერატორისთვის ხელმისაწვდომია,” - დასძინა GE Aviation-ის უფროსმა მენეჯერმა ზაინერ ჩახტურამ.
გლობალურად, CO2-ის გამონაბოლქვის დაახლოებით 2.8% საავიაციო სექტორზე მოდის. თუმცა, მდგრადი საავიაციო საწვავის, იგივე SAF-ის გამოყენებას, ჩვეულებრივ საწვავთან შედარებით, ემისიების შემცირება 80%-მდე შეუძლია. შესაბამისად, საავიაციო სექტორში მიაჩნიათ, რომ ამ ეტაპზე SAF-ი სექტორისთვის კლიმატის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი იარაღია. უფრო ზუსტად - სპეციალისტების თქმით, მდგრადი საწვავის საჭირო ნაერთების დასამზადებლად, მცენარეულ და ცხოველურ ცხიმებთან ერთად, მცენარეული შაქარიც გამოიყენება. სწორედ ამ ნაერთის მეშვეობით მცირდება სითბოს დამჭერი ნახშირორჟანგის გამოყოფა.
სახელმწიფო ავიაკომპანია Emirates-მა მდგრადი საწვავი აღწერა, როგორც “ნივთიერება, რომელიც თვითმფრინავის საწვავის თვისებებს ასახავს.” SAF საწვავის შემუშავებაზე კომპანია Emirates-მა Aerospace Boeing Honeywell Nester-თან ერთად იმუშავა.
საგულისხმოა ისიც, რომ მდგრადი საავიაციო საწვავი ამ ეტაპზე მთლიანი მოხმარების 1% პროცენტზე ნაკლებს შეადგენს, თუმცა მისი ღირებულება, თვითმფრინავის სხვა, ტრადიციულ საწვავთან შედარებით, 3-5-ჯერ მაღალია.
ეტაპობრივად, თვითმფრინავებისა და ძრავების მწარმოებლები უფრო ეფექტიან მოდელებს ქმნიან, რათა თვითმფრინავის საწვავის ხარჯები მაქსიმალურად შემცირდეს. ეს კი საავიაციო ინდუსტრიისთვის ერთერთი ყველაზე დიდი ხარჯია. მაგალითად, გასულ წელს Emirates-მა 5,7 მილიონ ტონაზე მეტი თვითმფრინავის საწვავი გამოიყენა, რაც კომპანიას $3,7 მილიარდი დაუჯდა.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მდგრადი საწვავი თვითმფრინავის ჩვეულებრივ საწვავთან შედარებით, შესაძლოა 3-ჯერ ძვირი იყოს, რაც, სავარაუდოდ, ბილეთების ფასს კიდევ უფრო მეტად გაზრდის.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი