მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დუბაიში პოლიეთილენის პარკების გამოყენება 6-ცენტიან ჯარიმას ითვალისწინებს

62011b00943ec
თათია კაკიაშვილი
08.02.22 00:20
889
დუბაიში პოლიეთილენის პარკების გამოყენების გამო, მოქალაქეებს ჯარიმის გადახდა მოუწევთ, ხოლო გარემოსდაცვითი პრობლემების გამო, ორ წელიწადში ასეთი პარკები სრულად აიკრძალება. ინფორმაციას ABC News ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჯარიმის ოდენობა 6 ცენტით განისაზღვრება, ხოლო ახალი რეგულაცია ძალაში 2022 წლის 1 ივლისიდან შევა. დუბაის მთავრობაში აცხადებენ, რომ რეგულაციის მთავარი მიზანი გარემოს დაცვის მიზნით საზოგადოებრივი დამოკიდებულების და ქცევის ნორმების შეცვლაა.

ამასთან, მთავრობაში აცხადებენ, რომ მსგავსი რეგულაციები აქამდეც უნდა მიღებულიყო, რითაც შესაძლოა, დუბაის თავიდან აეცილებინა პოლიეთილენის პარკებით და პლასტმასის ნარჩენებით დაღუპული ცხოველების (აქლემები, კუები) საგანგაშო მაჩვენებელი.

დუბაიში მოქმედი სუპერმარკეტების უმეტესობა მოსახლეობას მოუწოდებს, საყიდლებზე მრავალჯერადი პარკი გამოიყენონ და ეკომეგობრული ჩანთებით იარონ.