მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დუბაიში ტურიზმი იღვიძებს - აეროპორტი დღეში 20 000 ტურისტს იღებს

5f3ba824c887d
BM.GE
18.08.20 15:30
2735
კორონავირუსის პანდემიის შემდეგ დუბაის აეროპორტი ძალებს იღდგენს და უკვე დღეში 20,000 ტურისტს იღებს. ამის შესახებ dubailad.com წერს.

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა უცხოელებისთვის საზღვარი 7 ივლისს გახსნა, რის შემდეგაც ტურისტების დიდი მატება შეინიშნება. ქვეყნის მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ ნოემბერში ტურისტების რაოდენობა 2019 წლის მონაცემებს გაუტოლდება.

აღსანიშნავია, რომ დუბაის აეროპორტიდან 100-ზე მეტი ავიაკომპანია დაფრინავს 260-ზე მეტ დანიშნულების ადგილამდე.