მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Dunkin-ი აშშ-ში ყოველ პარასკევს მომხმარებელს დონატებს უფასოდ ურიგებს

5e668884151b8
თამთა ჯიჯავაძე
10.03.20 00:20
899
Dunkin-ი მიმდინარე თვეში, ყოველ პარასკევს მომხმარებელს დონატებს უფასოდ ურიგებს. კერძოდ, სწრაფი კვების ობიექტებში, იმ შემთხვევაში, თუ პარასკევს მომხმარებელი შეიძენს რომელიმე სასმელს, ის უფასოდ მიიღებს ერთ დონატს.

თუმცა, მომხმარებელმა შეკვეთა სპეციალური აპლიკაციის ან უკვე დაკავშირებული საკრედიტო და სადებეტო ბარათით უნდა გააფორმოს, რომელიც მხოლოდ აშშ-შია ხელმისაწვდომი.

მსგავსი მარკეტინგული შეთავაზებით, Dunkin-ი ცდილობს კონკურენცია გაუწიოს სხვა მსგავს ობიექტებს ბაზარზე.

აღსანიშნავია, რომ Dunkin-ს ასევე აქვს სპეციალური დაგროვების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელი აგროვებს გარკვეულ ქულებს ნებისმიერი პროდუქციის შეძენისას, დაგროვებული ქულების გადაცვლა კი მოგვიანებით შესაძლებელია სასმელებში.