მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

DW: სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი ხელმძღვანელის თანამდებობაზე ინიშნება

5eb3e379064c3
ნათია თაქთაქიშვილი
07.05.20 14:28
779
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის (OGA) ყოფილმა ხელმძღვანელმა მიხაილ სააკაშვილმა DW-სთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ ის უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი ხელმძღვანელის თანამდებობაზე ინიშნება.

მედია გამოცემის მიხედვით, სააკაშვილს არ დაუსახელებია ზუსტი თარიღი, თუ როდის მოხდება ამ თანამდებობაზე მისი დანიშვნა, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფომაციით, მიხეილ სააკაშვილი საქმინობას შესაძლოა მაისის შუარიცხვებამდე შეუდგეს.

უკრაინის რეფორმების საბჭო პეტრო პოროშენკოს მიერ 2014 წელს იქნა დაარსებული.