მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ძალიან ბევრი ღვინის კომპანია, რომელიც აქტიურად ვაჭრობს ტრადიციულ ბაზრებზე, დასავლეთით ინტერესდება“ -მეხუზლა

6419c2fe65a2c
თათია ჩაფიჩაძე
21.03.23 20:30
622
7 და 11 მარტს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები აშშ-სა და იაპონიაში გამართულ გამოფენებში მონაწილეობდნენ. 25 კომპანიით ქართული მხარე მონაწილეობას იღებს გერმანიაში, დუსელდორფში გამართულ გამოფენაშიც, ჯამურად კი წლის განმავლობაში სააგენტო მარკეტინგული მიმართულებით 14 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს.

სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ფიქრობს, რომ მიმდინარე წელს ამერიკის, ევროპისა და ჩინეთ-იაპონიის ბაზრებზე ექსპორტის მიმართულებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული შედეგები დადგება.

„ჩვენი მიზანია სტრატეგიულ ბაზრებზე გაიზარდოს ექსპორტი და შარშანდელთან შედარებით მეტი ღვინო მეტ ფასად მოხვდეს ამ ბაზრებზე. ერთ-ერთი მთავარი სამიზნე არის აშშ, თუმცა ამის გარდა გვაქვს სხვა ბაზრებიც, როგორიც არის ევროკავშირი, გერმანია, ბალტიისპირეთი, პოლონეთი და ჩინეთი და იაპონია. გამოფენებზე აქტივობა იყო საქმიანი, კონკრეტული შედეგები რამდენიმე თვის შემდეგ დადგება. საბოლოო ჯამში ვფიქრობ, ორივე ქვეყანაში ზრდის მხრი კარგი შედეგები გვექნება.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პანდემიის შემდეგ აქტიურად იგეგმება წლევანდელი წელი მათ შორის საერთაშორისო გამოფენების მიმართულებით, 2 დღის წინ გაიხსნა დუსელდორფში გამოფენა სადაც 25 კომპანიით ვართ წარმოდგენილი. დარგი ემზადება მომავალი თვისთვის როდესაც ჩინეთში, ღვინის მთავარი გამოფენა იქნება აქაც 40-მდე კომპანიას წარვადგენთ.

საბოლოოდ მთლიანი მარკეტინგული პროგრამისთვის წელს ბიუჯეტში 14 მლნ ლარია გათვალისწინებული, აქედან გარკვეული თანხა არის კერძო კომპანიების აქტიურობის თანადაფინანსებისთვის და დანარჩენი ის ტრადიციული აქტიურობები სტრატეგიულ ბაზრებზე რასაც ყოველთვის ვახორციელებდით და წელს კიდევ უფრო აქტიურად შევუდგებით მუშაობას ამ ნაწილში.

ძალიან ბევრი კომპანია რომელიც აქტიურად ვაჭრობს ჩვენ ტრადიციულ ბაზრებზე, უფრო მეტად ინტერესდება დასავლეთით და გამოთქვამს სურვილს მოახდინონ პროდუქციის რეალიზაციის დივერსიფიკაცია. ბევრი მიხვდა, რომ ერთ-ორ ბაზარზე ჩამოკიდება არ არის გრძელვადიან პერსპექტივაში მდგრადი, ამიტომ გამოფენებზეც ბევრი ის კომპანია აქტიურობს რომლებიც წინა წლებში არ იჩენდნენ ინტერესს, ცდილობენ ის აქტივი და პოტენციალი რაც დააგროვეს ახლო ქვეყნებში, გამოიყენონ დასავლეთ ბაზრების ასათვისებლად,“ - განაცხადა მეხუზლამ.

გასული კვირის ბოლოს ბრიუსელში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) ამერიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელ კოლეგებთან შეხვედრა ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) იმ ღონისძიების ფარგლებში გაიმართა, რომელზეც საქართველოს ერთი წლის ვადით ორგანიზაციის თავმჯდომარეობა ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადმოეცა. მათივე ცნობით, თავმჯდომარეობის უფლებამოსილების განხორციელებას საქართველო მიმდინარე წლის 1 მაისიდან დაიწყებს და უკვე მეორედ უხელმძღვანელებს ჯგუფის მუშაობას.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა bmg-თან საუბრისას განმარტავს, რომ ჯგუფში მუშაობა ქართულ მხარეს ტექნიკური ბარიერების მოხსნასა და ექსპორტის თვალსაზრისით რიგი ბარიერების მოხსნაში ეხმარება.

„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამ ჯგუფში ყოფნა და ასევე თავმჯდომარეობა რომელიც როტაციის პრინციპით გადაეცემა წევრ ქვეყნებს და ჩვენ უკვე მეორედ მოგვიწია ვიყოთ თავმჯდომარე. ჯგუფში შედის 8 ქვეყანა, მათ შორის აშშ, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, არგენტინა, ჩილე, ურუგვა. აქტიურად მონაწილეობს დამკვირვებლის სტატუსით დიდი ბრიტანეთი და იმედია რომ თბილისში გააკეთებენ განაცხადს ამ ჯგუფში გაწევრიანების თაობაზე.

ეს არის ჯგუფი, რომელიც ცდილობს წევრებს შორის შეამციროს ღვინის ვაჭრობის ტექნიკური ბარიერები. ხშირად სწორედ ისეთ საკითხებზე მიდის მსჯელობა, როგორიც არის მაგალითად ქვეყნების მიერ ღვინის დამზადების მეთოდი და პრაქტიკა. მაგ აშშ-ს აღიარებული აქვს ჩვენი ღვინის დამზადების მეთოდები რაც ამ ქვეყანაში ექსპორტისას დამატებით ბარიერებს არ ქმნის. ასევე ვმუშაობთ ჯგუფის ფარგლებში ეტიკეტის დამზადებაზე და მათზე დატანილი ინფორმაციის აღიარებისთვის რაც აღარ იქნება ბარიერი მეწარმისთვის, თუმცა გაყიდვების ზრდა არ არის მხოლოდ ბარიერების მოხსნაზე დამოკიდებული და უშუალოდ კავშირშია იმ მარკეტინგულ აქტიურობაზე რასაც ჩვენ და კერძო სექტორი ვეწევით,“ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში მეხუზლამ.