მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძალიან ცოტა დაგვრჩა, რომ რეკომენდაციების შესრულება დავასრულოთ - ილია დარჩიაშვილი

6473452150ba0
BM.GE
28.05.23 16:00
546
"თითოეული ჩვენგანმა, ვინც მონაწილეობას ვიღებთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში, მთავარი აქცენტები გავაკეთოთ, როგორც აქამდე იყო, რომ ჩვენი ქვეყანა იმსახურებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, – ასე შეაფასა საგარეო საქმეთა მინისტრმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი.

დარჩიაშვილის თქმით, ძალიან ცოტა დარჩა, რომ რეკომენდაციების შესრულება დასრულდეს.

„არსებობს რაღაც აქტივობები, რომელიც განსაზღვრა ევროპულმა საბჭომ, ევროკომისიამ. ჩვენ ამისთვის აქტიურად ვმუშაობთ, საქართველოს პარლამენტს ჰქონდა ძალიან ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი წელი, მიღებულ იქნა 80-ზე მეტი ახალი კანონი, რომელიც იყო გამოძახილი სწორედ იმ 12 რეკომენდაციის.

ჩვენ დაგვრჩა ძალიან ცოტა, რომ დავასრულოთ რეკომენდაციების შესრულება და დავიწყოთ პროცესი, რომ საქართველომ საბოლოოდ მოიპოვოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი, რაც ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე იქნება ახალი ნაბიჯი, ახალი ფაზა, რომელიც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს საბოლოო, სრულფასოვან წევრობამდე“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

შეგახსენებთ: ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს.