მთავრობა სოციალურად დაუცველთათვის სამუშაო ადგილების შექმნასა და მოძიებას გეგმავს. ამ ინიციატივის წარდგენისას, პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კერძო სექტორშიც არის სხვადასხვა კუთხით კადრების დეფიციტი, რისი შევსებაც პროფესიული სასწავლებლების დახმარებით შესაძლებელია.
მთავრობის მეთაურის ამ განცადების შეფასებისას კომპანია "დიოს" მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილი BMG-სთან აცხადებს, რომ პერიოდულად მსგავსი პრობლემა საკუთარ კომპანიაშიც აქვს, ამიტომ სახელმწიფოს ჩართულობას სოციალურად დაუცველთა გადამზადების კუთხით, შესაძლოა დადებითი შედეგი ჰქონდეს.
"ზოგადად, ძალიან დიდი დეფიციტია ტექნიკური, საინჟინრო კადრების მხრივ, მათ შორის ჩვენთან კომპანიაში. ვფიქრობ, თუ მოხდება იმ ადამიანების გადამზადება, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში, ისინი თავისუფლად შეძლებენ, მოიძიონ სამუშაო ადგილები, რადგან დიდი დეფიციტია და კომპანიებს უწევთ დამატებითი რესურსების გამონახვა, რათა კადრები მოიზიდონ და გადაამზადონ. მაგალითად, სამშენებლო დარგში ძალიან ბევრია ასეთი დეფიციტური კადრები - ელექტრიკოსები, შემდუღებლები და ა.შ.
ამ შემთხვევაში სახელმწიფოს როლი უნიკალურია, რადგან ვფიქრობ, მას აქვს საკმარისი რაოდენობის ინფორმაცია სამუშაოს მაძიებლების შესახებ, ან იმ პირთა შესახებ, რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ და შრომისუნარიანები არიან. სახელმწიფო თუ შეძლებს მათ გადამზადებას არსებულ პროფესიულ სასწავლებლებში და შესაბამისად, კერძო სექტორიდან მოიძიებს ინფორმაციას, სად არის დეფიციტი, ეს ძალიან კარგი იქნება და ძალიან დაგვეხმარება კერძო სექტორს პრობლემის მოგვარების კუთხით.
სამუშაო ადგილები ნამდვილად არის და ის, რომ ადამიანებს არ უნდათ მუშაობა, ეს შეიმჩნევა, მეც შევამჩნიე. ტენდენცია არის ასეთი, რომ მათ ურჩევიათ გარკვეულ კმაყოფაზე იცხოვრონ. ეს იქნება სახელმწიფო, თუ უცხოეთში მცხოვრები ნათესავები, ურჩევნიათ მათგან შემწეობა, დახმარება მიიღონ, ვიდრე თავი დამოუკიდებლად ირჩინონ. არ ვიცი, რამდენია სოციალური დამხარება და რამდენად მნიშვნელოვანია ეს თითოეული ადამიანისთვის, მაგრამ ვფიქრობ, სამართლიანი იქნება, თუ ამ თანხებს მივმართავთ იმ უკიდურესად გაჭირვებული ადამიანებისკენ და არა მათთან, ვისაც შეუძლია მუშაობა და უბრალოდ მას არ აქვს სურვილი. ის ასეთი ტიპის ხელშეწყობას სახელმწიფოს მხრიდან არ იმსახურებს", – განაცხადა თამაზ დაუშვილმა.
რაც შეეხება ქვეყანაში სიღარიბის აღმოფხვრას უფრო მასშტაბურად, "დიოს" მმართველი ფიქრობს, რომ ეს ეკონომიკის ზრდის ტემპებზეა დამოკიდებული.
"ასეთ საკითხებს ბაზარი უნდა არეგულირებდეს და საკმაოდ ბევრია უცხოეთში კვალიფიციური კადრების გადინება, ასე რომ ყველაფერს სახელმწიფო ვერ მოაგვარებს. შეიძლება მან ხელი შეუწყოს ასეთ საკითხებს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს ბაზრის მოსაგვარებელია და დღეს კვალიფიციურ პერსონალს რომ ვერ ვშოულობთ, ეს იმის ბრალია, რომ ქვეყნის ეკონომიკა იმდენად სწრაფად არ ვითარდება, რომ მათთვის საინტერესო იყოს ქვეყანაში დარჩენა და დასაქმება", – აღნიშნა მან.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ