მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ძალიან მაგარია, როცა ევროპაში ქართული კომპანიის მიერ აშენებულ სახლებს ხედავ“ – kohi.ge

6159d80570226
მარიამ იზორია
03.10.21 20:53
769
ფინური მეთოდით კარკასული ხის სახლებისა და კოტეჯების მშენებელმა ქართულმა კომპანია kohi.ge-მ რამდენიმე თვის წინ ევროპაში, კერძოდ ბულგარეთში, კომპანიის ფილიალი გახსნა. ფილიალი ევროპელ მომხმარებელს ემსახურება. როგორც kohi.ge –ს გენერალური დირექტორი ოქსანა ლომიძე ამბობს, მათი მხრიდან მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.

„უკვე შეკვეთები გერმანიიდან, ბულგარეთიდან, ესპანეთიდან გვქონდა, ევროპის ბაზარზე ძალიან დიდი დაინტერესებაა kohi.ge-ს სახლების მიმართ. ძალიან მაგარია, როცა ევროპაში ქართული კომპანიის მიერ აშენებულ სახლებს ხედავ“, - ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორი.

ცნობისთვის, kohi.ge ამერიკის ბაზარზე გასვლასაც გეგმავს.