24.იანვარი .2021 18:44

“ძალიან მიკვირდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამდენი ხანი გაძლო პოლიტიკაში”– ნინა კობახიძე

“ძალიან მიკვირდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამდენი ხანი გაძლო პოლიტიკაში”– ნინა კობახიძე
views 864
უკან

მე, როგორც ბიზნესმენს, რომელიც ასევე ვიყავი პოლიტიკაში, ძალიან მიკვირდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამდენი ხანი გაძლო პოლიტიკაში,– ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია “გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნინა კობახიძემ განაცხადა. გადაცემა “Forbes კვირასთან” ინტერვიუში სხვა ბიზნესმენებთან ერთად მან შეაფასა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ყოფნა.

“მის პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშრებით ძალიან სუბიექტური შეიძლება ვიყო და იმავდროულად ობიექტურიც. მე პირადად მქონდა პრობლემები წინა ხელისუფლებასთან. მიმაჩნია, რომ ეს(ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა) იყო ერთადერთ ხსნა იმ სიტუაციიდან, რომ შეცვლილიყო მთავრობა. სხვა ალტერნატივა არ ჩანდა. მისი პოლიტიკაში მოსვლით მოხდა ის, რომ შეიცვალა ხელისუფლება.

მე იმ ბიზნესების კატეგორიას მივეკუთვნებოდი, რომლებიც განსაკუთრებული წნეხის ქვეშ იყვნენ, შესაბამისად, ეს დასაფასებელი იყო.

მე როგორც ბიზნესმენი, რომელიც ასევე ვიყავი პოლიტიკაში, ძალიან მიკვირდა, რომ ამდენი ხანი გაძლო პოლიტიკაში. როცა ადამიანი ბიზნესში ხარ, სხვადასხვა გადაწყვეტილებას იღებ და სწრაფად აღწევ წარმატებას, პასუხისმგებელი ხარ სრულად შენს ქმედებებზე, ამიტომ ძალიან რთულია პოლიტიკაში სხვა ადამიანებზე პასუხისმგებლობის აღება და იმ პოლიტიკურ პროცესებზე, რომელიც ხშირად შენგან დამოუკიდებელია”,– აცხადებს ნინა კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ 2014–2017 წლებში ნინა კობახიძე მთავრობის ადმინისტრაციაში უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა